Dolce & Gabbana-ში გამოწყობილი ბებიები

443
SHARE

   დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა არავის ანდობენ საკუთარი ბრენდის სარეკლამო კამპანიას.
ამჯერადაც შემოქმედებითმა დუეტმა საკუთარი ძალებით შექმნა 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის რეკლამა.
პრომო-ფოტოების ავტორად დომენიკო მოგვევლინა, ხოლო კლიპის გადაღებებს სტეფანო ხელმძღვანელობდა.
Dolce & Gabbana-ს თაყვანისმცემლები მიეჩვივნენ, რომ მოდური სახლის ყოველი სარეკლამო კამპანია – სიცილიის ოდაა, მაგრამ ამჯერად დიზაინერებმა ნამუშევარში ძველი ესპანური ინტონაციები შეიტანეს და ამით განუმეორებელი შუაზღვისპირეთული მიქსი შექმნეს.
სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი მხოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტორეადორი, 28 წლის ხოსე მარია მანსანარესი გახდა.
პირველად მან კორიდაში 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. გადასაღებ მოედანზე ხოსეს ბიანკა ბალტი, ვიტორია ჩერეტი, ირინა შარიპოვა, ბლანკა პადილია, ტრევის კანატა, ქსავიერ სერანო, მისა პატინსკი და სიმპათიური ბებიები შეუერთდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი