BURBERRY-ს ახალი სუნამოს გულახდილი ვიდეორგოლი (ვიდეო)

Burberry-მ ახალი სუნამო გამოუშვა. მისი შემქმნელები Burberry-ს კრეატიული დირექტორი კრისტოფერ ბეილი და პარფიუმერი ფრანსის კურჯიანია. ახალი არომატის Mr. Burberry-ს სარეკლამო რგოლი საკმაოდ გულახდილ სცენებს შეიცავს.
უცხოური პრესის ცნობით, ვიდეოს რეჟისორი სტივ მაქქუინია, რომელიც ცნობილია თავისი პროვოკაციული ნამუშევრით – „სირცხვილი“ და „ოსკარის“ ფავორიტით – „მონობის 12 წელი“. გულახდილ რგოლში მსახიობი და მუსიკოსი ჯოშ უაითჰაუსი და მოდელი და მსახიობი ემბერ ანდერსონი მონაწილეობენ. ანდერსონის თქმით, სტივ მაქქუინი გენიოსია. რგოლი იშვიათი, 70-მილიმეტრიან კამერითაა გადაღებული, ამიტომ გადაღების პროცესის ხილვა ძალიან საინტერესო იყო, – ამბობს მსახიობი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=BtLza-6tzVw[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები