“Big Little Lies” მეორე სეზონი ოფიციალურად გამოდის
ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელმა, HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყველასთვის საყვარელი სერიალის “Big Little Lies” მეორე სეზონი გამოდის. კინო ვარსკვლავები რიზ უიზერსპუნი და ნიკოლ კიდმანი კვლავ მიიღებენ სერიალში მონაწილეობას.
როგორც ფილმის პროდუსერმა, ანდრეა არნოლდმა განაცხადა, სერიალი 7 ეპიზოდისგან შედგება, თუმცა HBO-ს წარმომადგენლები ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, როდის შეძლებს მაყურებელი სერიალის ტელეეთერში ნახვას.