პეკინის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Apple-ის საჩივარი ჩინური Xintong Tiandi Technology-ს წინააღმდეგ. საჩივრის შესაბამისად კომპანია ბრენდ IPHONE-ის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლების დაბრუნებას ითხოვდა.
ჩინური კომპანია Xintong Tiandi Technology ტყავის საქონელს აწარმოებს. ამგვარად, მას ამჟამად ტყავის ჩანთების და სხვა ნაკეთობების მარკა IPHONE-ის ქვეშ წარმოების და გაყიდვის უფლება გააჩნია. გარდა ამისა, კომპანია ამავე სახელწოდების ვებგვერდის მფლობელია. „IPHONE-ის სავაჭრო ნიშანი ჩინეთში 2007 წელს დარეგისტრირდა, ანუ 5 წლით ადრე, სანამ ბაზარზე Apple გამოჩნდებოდა და საკუთარი პროდუქციის სახელწოდებები დააპატენტა“, – წერს უცხოური მედია.
სხვა სიახლეები