ABC News–ის ჟურნალისტი: ალეკ ბოლდუინმა სიკვდილი მისურვა

ABC News–ის ჟურნალისტმა ტარა პალმენერმა მედიას იმის შესახებ უამბო, რომ ერთხელ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა მას სიკვდილი უსურვა.
Fox News–ის ინფორმაციით, ინციდენტი 2012 წელს მოხდა. პალმერი რედაქციის დავალებით მსახიობის სახლს უთვალთვალებდა. როდესაც ბოლდუინმა თვალთვალი შეამჩნია, მან ჟურნალისტს მაჯაზე ხელი ჩაავლო და უსურვა, რომ „გაგუდულიყო“.
აღსანიშნავია, რომ ალეკ ბოლდუინი ნიუ–იორკის ავტოსადგომზე ჩხუბისთვის ცოტა ხნით დაპატიმრებულიც იყო. წინასწარი ვერსიით, კონფლიქტი პარკირების ადგილის გამო მოხდა. თავად მსახიობი ამ ვერსიას უარყოფს.

კომენტარები

სხვა სიახლეები