28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – სამსახურის საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად, უნდა გამონახოთ დრო რომანტიკისთვის. საღამოს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ ახლობლებს. ძილის წინ უახლოეს პარკში გაისეირნეთ.

კურო – რაც უფრო ჩახლართულია სიტუაცია, მით მეტად მობილიზებული და მშვიდი უნდა იყოთ. თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ და გარშემო მყოფებიც დაგეთანხმებიან. თქვენი ტონი პატივისცემასა და თანამშრომლობის სურვილს უნდა აჩენდეს.

ტყუპი – რთული ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უნდა გაიღიმოთ. ეცადეთ, ისეთ ადამიანთან ითანამშრომლოთ, ვინც ზედმეტად აღარ დაგამძიმებთ.

კირჩხიბი – აკონტროლეთ ემოციები. არავის უნდა დაანახვოთ თქვენი თავი ასეთ მდგომარეობაში. დღეს ტვინით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არა გულის კარნახით.

ლომი – თუ წვრილმანების გამო ნერვებს არ მოიშლით და თუ სხვის ნათქვამს არ გამოეკიდებით, უამრავ საქმეს შეასრულებთ. საღამო ოჯახის წევრეთან ერთად გაატარეთ. მათთან საუბარი გაგამხიარულებთ.

ქალწული – ახალი იდეების განსახორციელებლად და ახალი საქმეების დასაწყებად დღევანდელი დღე არ გამოდგება. დღეს უმჯობესია, განმარტოებით იმუშაოთ, მშვიდ გარემოში.

სასწორი – ყველაზე კარგად თავს შინ იგრძნობთ. ნათესავები მშვიდ გარემოს შეგიქმნიან და უსიამოვნების მოგვარებაშიც დაგეხმარებიან. მშვიდი დიალოგი გმართებთ თქვენზე განაწყენებულ ადამიანთან.

მორიელი – ცოტა შეამცირეთ სიჩქარე, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. უმჯობესია, დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მშვილდოსანი – იყავით მეტად ცნობისმოყვარე, დასვით კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ნაკლები დრო დაუთმეთ უსიამოვნო ადამიანებთან საქმეების გარჩევას.

თხის რქა 
– თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ შესაძლებლობაში, არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. დღევანდელი დღე შეცდომების გამოსწრებას, უსიამოვნებების აღმოფხვრას (ახლობლებში) დაუთმეთ.

მერწყული – სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. უმჯობესია, ცოტა ხანი მოიცადოთ (თუ დრო ითმენს) და დამშვიდებულ გულზე გადაწყვიტოთ ყველაფერი.

თევზები – დაფიქრდით, ბოლოს როდის გაესინჯეთ ექიმს? კმაყოფილი ხართ თქვენი ჯანრთელობის მდგომარეობით. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, საღამო საყვარელი ადამიანების გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები