რომელ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს აქვთ თადუმაძის ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომი

გენპროკურორი შალვა თადუმაძე ერთადერთი არ არის, ვინც ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დიპლომს ფლობს.

„პრაიმტაიმმა გაარკვია, რომ აღნიშნული სასწავლებელი დამთავრებული აქვთ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებსაც.

1998 წელს ამ სასწავლებელში ჩაირიცხა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე, რომელმაც იურისტის კვალიფიკაციით დიპლომი 2003 წელს მიიღო.

ამავე პერიოდში აღნიშნულ სასწავლებელში, იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით სწავლობდა ნინო ჩახნაშვილიც, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. გახმაურებულ საქმეებს შორის, ბოლოს მან მამუკა ხაზარაძის საქმე განიხილა.

გენერალური პროკურორის დიპლომმა ოპოზიცია აახმაურა. ისინი ირწმუნებიან, რომ დიპლომი ყალბია.

წყარო:Read more at https://www.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები