“უხილავი სვიტრები” – კრეატიული პროექტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იქმნებოდა(ფოტოკოლაჟი)

“უხილავი სვიტრები” – პროექტი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ორი ადამიანი ქმნიდა. ჯოზეფ ფორდი პროფესიონალი ფოტოგრაფია, იგი ფოტოების გადასაღებად ისეთ ადგილებს არჩევდა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იერსახეს არ შეიცვლიდა, რადგან სვიტრების ქსოვას გარკვეული დრო სჭირდებოდა.

“ეს იდეა გამიჩნდა, როცა ავტობუსში ასულმა შევნიშნე, რომ სავარძლისა და ჩემი ჯემპრის ფერი ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს გაუჩინარების საუკეთესო შესაძლებლობად მომეჩვენა. შემდეგ კი ვიპოვეთ მოდელი, რომელსაც ავტობუსში პირველი მსგავსი ფოტო გადავუღეთ.

თითოეული ფოტოს გადაღებას რამდენიმე დღეს ვანდომებდით, რადგან დღის სხვადასხვა მონაკვეთში ამინდი და ამასთანავე ტონალობებიც იცვლებოდა, რაც ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა”, — ამბობს ჯოზეფი.

წყარო: Boredpanda.

კომენტარები

სხვა სიახლეები