ბრიტანელმა მეცნიერებმა უჩვეულო ექსპერიმენტების დახმარებით დაადგინეს, რომ ზებრებს შავი ზოლები იმისთვის კი არ სჭირდებათ რომ თავი მტაცებელი ცხოველისგან დაიცვან, არამედ იმისთვის, რომ სისხლისმსმელმა მწერებმა (ტკიპა, კოღო და ა.შ.) ვერ შეძლონ მათი დაკბენა.
ნატურალისტები, ფიზიკოსები და მათემატიკოსებიც კი, ყოველთვის ცდილობდნენ იმის გარკვევას თუ რა პრინციპით ჩნდება ეს ზოლები ზებრას სხეულზე. გასული საუკუნის შუა პერიოდში ალან ტურინგმა დაადგინა, რომ ისინი ორი ქიმიური ელემენტის ურთიერთქმედების ხარჯზე ჩნდებიან, რომლებიც ემბრიონში სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა სამ ზებრასთან ერთად ვოლიერში შვიდი ცხენი მოათავსეს. ზოგიერთი ცხენი ზებრას ფერებში „შემოსეს“ და დააკვირდნენ თუ როგორ მოიქცეოდნენ მწერები მათთან მიახლოებისას. როგორც აღმოჩნდა, მწერები ვერ ადგენენ მანძილს მათსა და ზებრის ზოლებს შორის და ამის გამო მიახლოებისას ტრაექტორიაში დაშვებული შეცდომის გამო ეჯახებიან ცხოველს. ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ „ნამდვილი ზებრები“ უფრო აქტიურები ხდებოდნენ როდესაც მათ მწერები უახლოვდებოდნენ, სავარაუდოდ ეს გამოწვეულია იმით, რომ „მშობლიურ“ აფრიკაში მწერებს ბევრი დაავადება გადააქვთ, ზებრების ინსტინქტი კი მათ უფრო ფრთხილებს და დაკვირვებულს ხდის.
სხვა სიახლეები