კანადელი მამაკაცი საკუთარი დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა

კანადაში ერთ-ერთმა ოჯახმა საკუთარი ნათესავის მაგივრად, შემთხვევით, ცნობილი პიანისტი დაკრძალა. შეცდომა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაცხადდა, როდესაც ნათესავი, რომელიც დაკრძალეს, სახლში დაბრუნდა.
პოლიციაში თვლიან რომ, დასაფლავებული გვამი, სინამდვილეში, ტორონტოში ცნობილ პიანისტს, სკოტ კაშნის ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოში გაუჩინარდა.
კაშნის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მას ეს ამბავი გააცინებდა და არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ ადამიანებთან, რომლებმაც ის დაკრძალეს.
როგორც ცნობილია, სრული იდენტიფიკაციისთვის გვამს ექსჰუმაციას ჩაუტარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები