საბავშვო ბაღის აღმზრდელი წლინახევრის ბავშვს საბნის ქვეშ გუდავდა (ვიდეო)

რუსულ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოჩნდა, სადაც ჩანს თუ როგორ გუდავს მცირეწლოვან ბავშვს საბავშვო ბაღის აღმზრდელი.
ბავშვი ტირის, ხოლო ძიძა მის თავს საბნის ქვეშ, სხვა ბავშვების თვალწინ ძალით აკავებს.

როგორც გაირკვა, შემზარავი ფაქტი ყაზახეთში მოხდა. მომხდარი ამავე საბავშვო ბაღის სხვა ძიძამ გადაიღო. თუ რატომ არ ჩაერია მომხდარში და რატომ არ შეაწყვეტინა ძალადობა სასტიკ კოლეგას, უცნობია.
ასევე როგორც ირკვევა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ქალაქ ტემირტაუს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, უკანა პლანზე საკუთარი შვილის სახე იცნო და განგაში ატეხა. მან ვიდეოს მიმართ სხვა მშობლების ყურადღება მიაპყრო. საქმეში პოლიცია ჩაერთო და დადგინდა, რომ სასტიკი აღმზრდელი 50 წლის უმიტ პირმახანოვაა, ხოლო საბნის ქვეშ წლინახევრის გოგონა ნანა იყო. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ხერხით აღმზრდელი ბავშვს „აწყნარებდა“, რადგან მას დაძინება არ სურდა. როგორც მოგვიანებით ბავშვის მშობლებმა განაცხადეს, მათ შვილი ახლახან სხვაგან გადაიყვანეს, რადგან იმ ბაღში წასვლის წინ, გოგონა ისტერიკაში ვარდებოდა, თუმცა მშობლები მიზეზს ვერ იგებდნენ. ხოლო ახლა გოგონას ქცევის მიზეზი უკვე გასაგები გახდა. დედის თქმით, ის ვერაფრით ვერ იგებდა თუ რა დაემართა მის შვილს, ის ღამ-ღამობით ყვიროდა, სულ ტიროდა, სტრესში იყო.

ყაზახური მედიის ცნობით, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სასტიკ აღმზრდელს ჯარიმა ან 40 დღით პატიმრობა ემუქრება. დაისჯება თუ არა მისი კოლეგა, რომელმაც ძალადობა არ შეაჩერა, უცნობია.

https://www.youtube.com/watch?v=g3RvRbg_exw&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები