ექიმი ფსიქოთერაპევტი 7 წლის პაციენტს ათი თვის განმავლობაში აუპატიურებდა

პეტერბურგში ექიმი ფსიქოთერაპევტი შვიდი წლის პაციენტის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ის ბავშვთან ცხრა თვის განმავლობაში, მის კაბინეტში ვიზიტების დროს გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.
პოლიციას ბავშვის დედამ მიმართა. დაზარალებული უკვე 10 წლის არის. შემოწმებისას დადგინდა, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აგვისტომდე ექიმი ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რა დროსაც მის უმწეო მდგომარეობით სარგებლობდა.
ექიმი, რომელიც პეტერბურგის ერთ-ერთ საქალაქო პოლიკლინიკაში მუშაობდა, დაკავებულია, მის წინააღდეგ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლებმა მის სამუშაო ოთახსა და სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს ფლეშ მეხსიერების ბარათები, ტელეფონები და ნოუთბუქები.

კომენტარები

სხვა სიახლეები