გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ტრაგიკულად გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები კარგად გრძნობენ ამ ქვეყანაში თავს.
„თაკო სალაყაია კარგად გრძნობს თავს, საფრანგეთში მიდი-მოდის და ისევ “გულაობს”, არც ქმარი აწუხებს და არც ნამუსი, თუმცა ქმარი არც არასდროს აწუხებდა. სიმართლე გითხრათ, ამ ქალის ადგილსამყოფელი არც მაინტერესებს, რადგან, თუ ხელისუფლებამ არ წაავლო ხელი და ციხეში არ გამოამწყვდია, სალაყაიები, სანოძეები, დონაძეები და მსგავსი არამზადები ყოველთვის კარგად იგრძნობენ თავს. კარგი, სალაყაია და სანოძე ქვეყნიდან გაიქცნენ, მაგრამ დონაძე ხომ აქ არის? რატომ არ იჭერენ? ის ხომ ყველა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს?“, – აცხადებს გირგვლიანი.
წყარო: საქართველო და მსოფლიო