ნასას ინფორმაციით, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის დედამიწას ახლო მანძილზე ჩაუვლის, თუმცა შეჯახება მოსალოდნელი არ არის. ასტეროიდსა და დედამიწის შორის მანძილი 1,2 მილიონი კილომეტრი იქნება. ეს 3-ჯერ მეტია იმ დისტანციაზე, რომელიც დედამიწასა და მთვარეს ერთმანეთისგან აშორებს. ნასას ინფორმაციით, ასტეროიდის ხილვა პატარა ტელესკოპებისა და ძლიერი დურბინდების საშუალებებითაც იქნება შესაძლებელი.
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=KQtovnqJXjc/watch?v=ABCDEFGH[/youtube]