2015 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

თებერვალში ვერძს შეუძლია საკუთარ თავს ექსტრავაგანტულობის უფლება მისცეს. მთლიანობაში ეს ცუდი არ არის, მაგრამ ეცადეთ მაინც თქვენი სურვილები გარშემომყოფთა მოთხოვნილებებს შეუსაბამოთ, რათა კონფლიქტური სიტუაციების შუაგულში არ ამოყოთ თავი. თებერვლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტების გაგრძელება პარტნიორებთან, მეგობრებთან და მაღალჩინოსნებთანაც კი, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. თვის მიწურულს კი ვერძი მოახერხებს მაქსიმალურად ნაკლებ დამაზიანებელი კომპრომისული გადაწყვეტილება მონახოს და არსებული პრობლემების ნაწილი მაინც მოაგვაროს. ვერძის ცხოვრებაში შეუმჩნევლად და თანდათან გაჩნდება საინტერესო პერსპექტივები, უფრო თვის ბოლოს ან სულაც  მარტის დასაწყისისკენ. მთელი მნიშვნელოვანი მოვლენები წინ გაქვთ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ თებერვალში ვარსკვლავები ვერძებს სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ ძველ ნაცნობებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განახლებას ჰპირდება. დროთა განმავლობაში ეს კავშირები იმდენად გამყარდება, რომ სრულფასოვან და ძალიან მომგებიან თანამშრომლობად გადაიქცევა. ვერძის ფინანსური მდგომარეობა იგივე დონეზე დარჩება, როგორც წლის დასაწყისში იყო. განსაკუთრებული არც მიღწევა გექნებათ და არც დანახარჯი. სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი 13-დან 17 თებერვლამდე. ეს შეიძლება იყოს საჩუქრები ან მოულოდნელი ფინანსური შემოსავლები.

შეყვარებულ ვერძებს მრავალი დაბრკოლება შეხვდებათ წინ და მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იანვარში წარმოშობილი უთანხმოების შედეგი იქნება. მეუღლეებს შორის კამათის საგნად მათი შვილები შეიძლება იქცნენ. სასურველია აღზრდის, სწავლებისა და მოზარდ თაობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ირგვლივ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ. თებერვლის მეორე ნახევარში სწორი გამოსავალი უკვე ნანახი გექნებათ და სავარაუდოდ ეს თავად ვერძის და არა მისი მეორე ნახევრის დამსხურება იქნება. პატივი ეცით ახლობელი ადამიანების მოსაზრებებს და მათ გამოჩენილ ინიციატივებს დამცინავად ნუ მიუდგებით. მარტოხელა ვერძებს ვარსკვლავები თებერვალში საინტერესო ადამიანთან შეხვედრას პირდებიან. ეს ურთიერთობა შესაძლოა ხანგრძლივ და სტაბილურ კავშირშიც გადაიზარდოს. თებერვალში ვერძების ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან მაღალია, თუმცა თვის მესამე დეკადაში შესაძლოა ენერგეტიკულმა დონემ დაიწიოს და თავს უნდა გაუფრთხილდეთ.

კურო

თებერვალში კუროებს მოუწევთ საკუთარი საქმე და იმიჯი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაიცვან. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და ყველაფერი გამოგივათ. თებერვალი კუროებისთვის ძალიან აქტიური და შედეგიანი თვე იქნება. თვის დასაწყისში საქმიან ასპარეზზე მცირედი პაუზა გექნებათ, მაგრამ ნუ იდარდებთ, ამ დროში თქვენ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დაფიქრებას და საჭირო კორექტივების შეტანას შეძლებთ. სირთულეები შეიძლება შეგექმნათ ძველ მეგობრებთან ან პარტნიორებთან, ფინანსებისა და ბიზნესის განვითარების ნიადაგზე. ამიტომ მოთოკეთ თქვენი ფეთქებადი ხასიათი, ეცადეთ მაქსიმალურად წახვიდეთ კომპრომისებზე, რადგან საქმის დამოკიდებლად გაძღოლა ამ ეტაპზე გაგიჭირდებათ. თუმცა ადამიანებს მაინცდამაინც ნუ ენდობით, რადგან ამ პერიოდში მათი სიტყვა საქმეს შესაძლოა არ ემთხვეოდეს. ასეთმა სიტუაციამ შეიძლება ძალიან გაგანერვიულოთ, მაგრამ ყურებს ნუ ჩამოყრით, რადგან თუ ნაბიჯ-ნაბიჯ და დაჟინებით ივლით დასახული მიზნისკენ, თებერვლის ბოლოსთვის სიტუაცია შესამჩნევად გაუმჯობესდება. საუბარია უძრავ ქონებაზე, პარტნიორთა მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე, ინვესტიციებზე, მსხვილი და სასურველი კრედიტის გაფორმებაზე. საშუალო რანგის თანამშრომელმა კუროებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ ხელმძღვანელობისადმი, თავიანთი მოვალეობები კი ზედმიწევნით პირნათლად შეასრულონ, რადგან თებერვალში ბევრი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით აქტუალურია ეს მომენტი ფინანსისტებისთვის. ამ თვეში კუროების მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით თებერვლის პირველ ნახევარში. მიზეზი კი მეგობრების საჭიროებები ან ძველი ვალების გასტუმრების აუცილებლობაა. გარდა ამისა, მოსალოდნელია მსხვილი შენაძენების გაკეთება, რომლებზეც კურო უარს ვერ იტყვის.

ბევრი კურო 2015 წლის თებერვალში ამ სიტყვის ლამის პირდაპირი გაგებით პროფესიულ ვალდებულებებსა და პირად ცხოვრებას შორის იქნება გახლეჩილი. თებერვალში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მსხვილი გარიგებების დადება, რაც მათგან დიდ დროით და მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს. საუბარი სავარაუდოდ ახალი სახლის შეძენაზე ან სულაც ოჯახური ბიზნესის წამოწყებაზე იქნება. თებერვალში თქვენი ახლობლები მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოგიცხადებენ, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაამარტივებს. ამ თვეში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ არანაირი დაავადება მისთვის სახიფათო არ არის.

ტყუპები

ტყუპები კარიერულ კიბეზე სულ მაღლა და მაღლა მიიწევენ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც იზრდება, რასაც უნდა შეეგუონ. თებერვლის მთავარი პრობლემა საზღვარგარეთელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება იქნება. თვის პირველ ნახევარში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურადაა, თუმცა პარტნიორებთან ან ხელმძღვანელებთან კონფლიქტის წარმოშობის ალბათობა მაინც არსებობს. შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს საქმიანობის მიმართულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, რომლებსაც საკმაოდ რთული, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება. თებერვლის მეორე ნახევარში სიტუაცია გაუმჯობესდება და სადავო საკითხები, ასე თუ ისე, მაინც მოგვარდება. სრულიად შესაძლებელია აქტიური, კონსტრუქციული საქმიანობის ახალი შესაძლებლობების გამოჩენა. ტყუპებს მიეცემათ შანსი განაახლონ ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან ან ახალ, პერსპექტიულ ნაცნობებს შეიძენენ. საშუალო რგოლში მომუშავე ტყუპებს თვის მეორე ნახევარში პერსპექტიული წინადადება ელით, სავარაუდოდ ეს საზღვარგარეთ მცხოვრებ პარტნიორებთან იქნება დაკავშირებული. თებერვალში ტყუპების ფინანსურ მდგომარეობაში გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ფულადი ნაკადები შემოგივათ 1-4, 11-14, 20-22, 28 თებერვალს.

ტყუპების რომანტიული და ოჯახური ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. შეყვარებული წყვილები შეიძლება საერთოდ გაიხლართონ თავიანთ გრძნობებში. თქვენ ახალ და ძველ გატაცებებს შორის არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას და საფუძვლიანად დაფიქრდით. შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები შეგექმნათ თქვენი მეუღლის ნათესავებთან, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და მარტისთვის ყველა გაუგებრობა მოგვარებული იქნება. დარჩება მხოლოდ წვრილმანი უთანხმოებები, რომლებიც დროთა განმავლობაში თავისთავად აღმოიფხვრება.  ტყუპების ენერგეტიკული პოტენციალი ამ თვეში ძალიან მაღალია, შესაბამისად ავადმყოფობების შიში ნუ გექნებათ. თუმცა თვის პირველ ნახევარში საჭესთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კირჩხიბი

თებერვალი კირჩხიბებისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე თვე იქნება, ამიტომ ეცადეთ უკიდურესი ყურადღებით ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და არსად იჩქაროთ. დრო თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. თვის პირველ ნახევარში კირჩხიბს რიგი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მოუწევს. სწორედ ამ სფეროში შეგექმნებათ პრობლემები თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობისას. თამამად დაიცავით თქვენი პოზიციები, რადგან მათი სიძლიერე განსაკუთრებით ცხადად თვის ბოლოსკენ გამოჩნდება. საზღვარგარეთ მცხოვრებ პარტნიორებთნ ურთიერთობა კი ცვალებადი წარმატებით განვითარდება. შესაძლოა, მაინცდამაინც საიმედონი არ აღმოჩნდნენ, ამიტომ ბოლომდე ნუ ენდობით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებენ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად. სადავო საკითხების გადაწყვეტისა და მასშტაბული პროექტების განხორციელებისთვის საუკეთესო დრო თებერვლის ბოლო დეკადაა. ამ დროს შეიძლება დადოთ ძალიან ხელსაყრელი გარიგება, რომელსაც უკვე მარტში განახორციელებთ. საშუალო რგოლში მომუშავე კირჩხიბებმა კარიერულ კიბეზე მაღლა ასვლა შეიძლება მოახერხონ ან დაიწყონ ახალი სამსახური, სადაც გაცილებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა ექნებათ. თებერვლის პირველ ნახევარში კირჩხიბის ფინანსური სიტუაცია უკიდურესად მერყევი იქნება. სავარუდოდ, მოგიხდებათ ძველი ვალების გადახდა და ფინანსური კონფლიქტების მოგვარება თქვენს საქმიან პარტნიორებთან. თვის მეორე ნახევარში შესაძლოა მოულოდნელი დამატებითი შემოსავლები მიიღოთ. ამას უფრო 21-23 თებერვლის პერიოდში ელოდეთ.

უკვე დაშორების პირას მყოფმა წყვილებმა თვის ბოლოს ნელ-ნელა თავთავიანთი ნივთების ჩალაგება უნდა დაიწყონ და თებერვლის ბოლო რიცხვებისთვის ქონების გაყოფის პროცესი დასრულებული ექნებათ. თუ მსგავს პროცესში მონაწილეობა მოგიხდათ, გამარჯვებაში დარწმუნებული იყავით. ჰარმონიულ ურთიერთობაში მყოფ წყვილებსაც ერთგვარი სირთულეები შეექმნებათ. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება და კონფლიქტი უფრო იოლად მოგვარდება. კირჩხიბის ენერგეტიკული პოტენციალი თებერვლის თვეში მაინცდამაინც შესაშური არ იქნება, ამიტომ მეტი დაისვენეთ, სწორად იკვებეთ და თავს გაუფრთხილდით.

ლომი

ვარსკვლავების გავლენა ლომს თებერვლის თვეში გარშემომყოფებსა და მათთან ურთიერთობაზე დააფიქრებს. რისი გაკეთება შეგიძლიათ მათთვის? თებერვლის პირველ ნახევარში ლომების საქმიანი პარტნიორები ცოტა არ იყოს უცნაურად და არაბუნებრივად მოიქცევიან. ისინი დაეჭვდებიან, რამდენად მომგებიანია ერთობლივი თანამშრომლობა მათთვის და ამ ეჭვებს ხმამაღლაც გამოთქვამენ. თუმცა თქვენ ნუ იღელვებთ, თვის ბოლოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. საერთო მიზანი დროებით გაუგებრობებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება და თქვენი საქმეც წინ წავა. საუბარია საზღვარგარეთ მცხოვრებ პარტნიორებზე, არსებული ბიზნესის გაფართოებაზე ან ახალი საქმის წამოწყებაზე. თებერვლის მესამე დეკადა კარგი დროაკარიერულ კიბეზე აღმასვლისთვის და ზოგადად, პოზიტიური ცვლილებებისთვის. თქვენ სოციალური წარმატების გარანტორ პოზიციაზე იქნებით. თებერვალში გამოჩენილი პროფესიული პერსპექტივები ლომის ფინანსური მდგომარეობის მომენტალურად გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ყველა წამოწყებას საკმაო ხარჯის გაღება დაჭირდება. ფული დაიხარჯება შვილებისა და სხვა ახლობელი ადამიანების საჭიროებებისთვისაც. მზად იყავით მძიმე ფინანსური თვის გადასატანად.

თებერვალში ლომის პირადი ურთიერთობები სტაბილური არ იქნება და ეს ერთნაირად ეხება როგორც დიდი ხნის დაოჯახებულ, ისე ახლად შეყვარებულ წყვილებს. დაიწყება გაუგებრობების მთელი სერია, რამაც დროებით დაშორებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, რათა ორივე თქვენ-თქვენთვის დაფიქრდეთ, საერთოდ ღირს თუ არა შერიგება. უთანხმოებების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, ბავშვებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხებია. თუმცა ნუ იდარდებთ, განშორება არ შედგება. გავა დრო და ურთიერთობები კვლავ ადრინდელ, ჰარმონიულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ლომის ენერგეტიკული პოტენციალი დაცემულია და ეს განსაკუთრებით თვის მესამე დეკადაში იქნება შესამჩნევი. ეცადეთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა ჩაიტაროთ.

ქალწული

თებერვალში ქალწულების სულიერ სიმტკიცეს მრავალნაირი ცხოვრებისეული გარემოება გამოცდის. პრაქტიკულად ყველა განსაცდელიდან უვნებელი და უფრო მეტიც, გამარჯვებული გამოხვალთ და თქვენს სიძლიერეს ყველას დაუმტკიცებთ. გარემოებები ქალწულს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საქმეებში ჩაფლობას აიძულებენ. საქმე ნელა და რთულად, პრობლემებითა და ზოზინით მიიწევს წინ. სავარაუდოდ, თებერვლის შუაში მოგიწევთ დოკუმენტებისა და თქვენი დაქვემდებარებული კოლეგების კეთილსინდისიერების შემოწმება. შეიძლება ზოგიერთი ადამიანის არაკომპეტენტურობის ან არაკეთილსინდისიერების შედეგების გამოსწორება თავად მოგიხდეთ. თუმცა მიღებული შედეგი გაწეულ ძალისხმევას აანაზღაურებს და ამაში მალევე დარწმუნდებით. თვის მეორე ნახევარი გაცილებით დინამიური იქნება. დაბრკოლებებს იოლად გადალახავთ და თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელს ვეღარაფერი შეგიშლით. ქალწულის ფინანსური ჰოროსკოპი საკმაოდ სტაბილურია, თუმცა მხოლოდ საკმაოდ და არა სრულიად. თვის ბოლოს სოლიდური ფულადი შემოსავალი გელოდებათ, რაც სავარაუდოდ უძრავ ქონებასთან ან მსგავს მსხვილ გარიგებებთან იქნება დაკავშირებული. ამ პერიოდში საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედიც შეიძლება გქონდეთ.

ბევრი ქალწულის ოჯახში სწორედ ახლაა მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობაც კი გაჩნდეს. სრულიად შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის თებერვლის დიდი ნაწილი დაგეხარჯოთ (შეძენა, გაყიდვა, გაცვლა, სახლი, აგარაკი, ბინა, მიწის ნაკვეთი). დაოჯახებული ქალწულების თავს ძირითადად სიმშვიდე იქნება, თუმცა თვის დასაწყისში ბავშვების გამო შეიძლება მეუღლეს დაუპირისპირდეთ, რადგან აღზრდის რომელიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე ვერ შეთანხმდებით. მთლიანობაში, ოჯახური ატმოსფერო საყოფაცხოვრებო წვრილმანებმაც შეიძლება დაძაბოს, თუმცა სერიოზული არაფერი იქნება.  ქალწულ ქალებს თებერვალში დაფეხმძიმების მაღალი ალბათობა აქვთ. ამ თვეში ქალწულების ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალ დონეზეა, ამიტომ განსაკუთრებულად გაუფრთხილდით თავს. დაიცავით დღის სწორი რეჟიმი და ფიზიკურ აქტიურობას უმატეთ. იძინეთ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ.

სასწორი

თუ იანვარი სასწორებისთვის მოწყენილი თვე იყო, თებერვალი ძალიან დინამიური და საინტერესო ცვლილებებით აღსავსე გამოდგება. ამ თვეში ვარსკვლავები სასწორებისადმი კეთილგანწყობილნი იქნებიან და ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თებერვლის პირველ ნახევარში პროფესიულ ასპარეზზე ყველაფერი რიგზე იქნება, თუმცა ოჯახურმა და პირადმა ცხოვრებამ შეიძლება ყურადღება მოგადუნებინოთ. სწორედ ამიტომ თვის პირველი ნახევარი ნაკლებ დინამიური იქნება, ვიდრე ელოდით. თებერვლის პირველ დეკადაში მოსალოდნელია მეგობრებთან ან ზემდგომ თანამდებობის პირებთან არსებული უთანხმოებების მოგვარება. თვის მეორე ნახევარი უფრო პოზიტიური პერიოდი იქნება და უსიამოვნებებიც მალევე მიეცემა დავიწყებას. ჰორიზონტზე ახალი პარტნიორები გამოჩნდებიან, ახალი ინტერესებითა და იდეებით. ურთიერთობებს აღადგენთ სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში მცხოვრებ ძველ მეგობრებთან და კოლეგებთან, რასაც შედეგად საზღვარგარეთ მივლინება შეიძლება მოჰყვეს. სასწორის ფინანსური სიტუაცია თებერვლის მეორე ნახევარში არც ისე სტაბილური იქნება. ხარჯების ძირითად პუნქტებს ახლობელ ადამიანთა დახმარება და შვილების საჭიროებები შეადგენს. თანხების შემოდინება მოსალოდნელია 1, 2, 17, 18, 28 თებერვალს.

თებერვალში ოჯახურ და რომანტიულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. პრობლემები ძირითადად თქვენი ოჯახის მცირეწლოვან წევრებთან იქნება დაკავშირებული და უმთავრესად, თებერვლის პირველ ნახევარში. დაანებეთ ყველა სხვა საქმეს თავი და მიხედეთ ბავშვებს. მარტოხელა და პირადი ურთიერთობებისგან იმედგაცრუებულ სასწორებს საკმაოდ საინტერესო პერიოდიელით. თებერვალში ახალი ნაცნობები გამოგიჩნდებათ, ასევე მოსალოდნელია ძველი კონტაქტების აღდგენაც. თუ ეს ახალი ურთიერთობა უბრალო სიამოვნებას გასცდება, ხანგრძლივი და პოზიტიური ემოციებით აღსავსე რომანი გელით. თებერვალში სასწორის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. მისი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზეა.

მორიელი

თებერვალი მორიელისთვის ძალიან არეული პერიოდი იქნება. მას მუდმივად სამსახურსა და სახლს შორის ორად გახლეჩა მოუწევს, რადგანაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა გარეშე იოლად ვერსად გავლენ. ასე რომ, ეცადეთ თქვენი ძალები სწორად გადაანაწილოთ და წვრილმანები ხელიდან არ გაუშვათ. თვის პირველ ნახევარში ადრე დაშვებული წვრილმანი შეცდომების გამოსწორება და საორგანიზაციო საქმეების მიხედვა მოგიწევთ. ხელმძღვანელებსა და მეწარმეებს უძრავ ქონებასთან, ოფისის მოწესრიგებასთან და კადრების აყვანა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დასჭირდებათ. საშუალო რანგის მომუშავე მორიელებს კი მშვიდად შეუძლიათ დროის დიდი ნაწილი ოჯახს მიუძღვნან, რადგან სამსახურში მათ არყოფნას ხელმძღვანელობა ვერ შეამჩნევს. თვის მეორე ნახევარში მორიელის მხრიდან დიდი აქტიურობაა მოსალოდნელი და შესაბამისად, მისი საქმიანობაც უფრო შედეგიანი გახდება. მენეჯერ მორიელებს გონიერი და საიმედო დამხმრეები გამოუჩნდებათ, რაც მათ ცხოვრებას საგრძნობლად გააიოლებს. მორიელთა უმრავლესობას თავში უჩვეულო და საინტერესო იდეები მოუვათ, რომელთა განხორციელებასაც არ დააყოვნებენ. მათი ფინანსური მდგომარეობაც ამ თვეში იმედიანად გამოიყურება, რადგან რეგულარული ფულადი შემოსავლები ექნებათ. საორიენტაციოდ, ეს 3, 4, 13, 14, 21, 22 თებერვალს მოხდება. ხარჯები კი ძირითადად სახლთან და ახლობელი ადამიანების საჭიროებებთანაა დაკავშირებული. გაუთვალისწინებელი გასავალი კი არ გექნებათ.

თვის პირველ ნახევარში მორიელები საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობით, მცირე რემონტით, სახლისთვის საჭირო საგნების შეძენით უნდა იყვნენ დაკავებულნი. ბავშვები თქვენს გულს ახარებენ, თუმცა მათ აღზრდას და განვითარებას თქვენი ყურადღებისა და ფულის დიდი ნაწილი სჭირდება. ამიტომაც ეცადეთ ხარჯები ადრევე დაგეგმოთ. გრძნობების სფეროშიც მორიელს სრული არეულობა აქვს, იგი მრავალ სხვადასხვაგვარ ემოციას განიცდის. თებერვლის მეორე ნახევარში მორიელებმა შეიძლება მოულოდნელი სამსახურეობრივი რომანი გააჩაღონ. ამ თვეში მორიელი აქტიური, ენერგიული და ჯანმრთელია, ამიტომ ყველა დაავადება გვერდს შორიდან აუვლის.

მშვილდოსანი

2015 წლის თებერვლის შუაში მშვილდოსნის ჰოროსკოპი სტაბილურობას დაკარგავს. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და საჭიროა დროულად მოახდინოთ რეაგირება, მოერგოთ ახალ პირობებს, საწინააღმდეგო შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებით. თებერვალში მშვილდოსნის მთავარი თავისტკივილი სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობა იქნება. თვის დასაწყისში მცირედი პრობლემები შეგექმნებათ და ადრე დაწყებული პროექტის კორექტირება და პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების დადება მოგიხდებათ. ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდება. უფრო დინამიური იქნება მშვილდოსანთა ცხოვრება თებერვლის მეორე ნახევარში, როცა მას ინფორმაციების გაცვლა, გაცნობა, ურთიერთობები, ძველ ნაცნობებთან კონტაქტების აღდგენა ელოდება. ამ პერიოდში მივლინებაშიც შეიძება წახვიდეთ. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, რომელთა დიდი ნაწილიც სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში თანამშრომლობასთანაა დაკავშირებული. ბიზნესმენი მშვილდოსნები საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებას დაადგამენ თვალს და განსაზღვრავენ, რომელ პარტნიორთან უნდათ თანამშრომლობის გაგრძელება და რომელთან – აღარ. მათი ფინანსური მდგომარეობაც თებერვალში საკმაოდ სტაბილური იქნება. თვის ბოლოსკენ მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც ფულად ფორმაში იქნება გამოხატული. ასევე შესაძლოა დაიდოს მეტად მომგებიანი კონტრაქტი ან სულაც ლატარიაში მოიგოთ. საჩუქრებით გაგახარებენ მეგობრები და ახლობელი ადამიანები.

თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დიდი ხანია ფიქრობთ, დროა ამ გეგმის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ქალაქში გადადიხართ საცხოვრებლად, სხვა ქვეყანაში თუ უბრალოდ ბინას იცვლით – ვარსკვლავები თქვენ გვერდით იქნებიან. შვილები თქვენი სიხარულის წყაროები არიან და მათ ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო მოვლენა მოხდება. მეგობრობისა და სიყვარულის ასპარეზზე უფრო წარმატებული თვის მეორე ნახევარი იქნება. მარტოხელა მშვილდოსნები შეიძლება თავიანთ ბედისწერას გადაეყარონ და მათი გრძნობების ობიექტად შორიდან ჩამოსული ადამიანი შეიძლება იქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ ურთიერთობა რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, არ გააცდინოთ არც ერთი საქმიანი თუ გასართობი საღამო და ამ საღამოებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდეთ. თებერვალში მშვილდოსნის ენერგეტიკა ძალიან მაღალია. არც ერთი დაავადება თქვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თხის რქა

თებერვალში თხის რქებს საკითხთა უმრავლესობის მოსაგვარებლად მოთმინებისა და გულმოდგინების გამოჩენა დასჭირდებათ. ამ თვეში თქვენი უმთავრესი საზრუნავი ფინანსური საკითხები იქნება. თვის პირველ ნახევარში ძველი, თითქოსდა მოგვარებული პრობლემები წამოყოფს თავს. ძველი ვალები, გადაუხდელი კრედიტები, ყოფილ საქმიან პარტნიორებს შორის ქონების გაყოფა. თვის მეორე ნაწილში კი საკითხების საბოლოოდ ამოწურვისთვის კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან აქტიური იქნება და თვის ბოლოს, ან მომდევნო თვის დასაწყისში საქმიანი მივლინება გელით, რაც თქვენს მომავალ საქმიანობაზე ძალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. თხის რქამ შეიძლება სხვა ქალაქში ან ქვეყანაში სცადოს საკუთარი საქმის წამოწყება. ეს მომენტი, ბუნებრივია, უძრავი ქონებით დაინტერესებას გამოიწვევს. თებერვლის პირველ ნახევარში საკმაოდ მსხვილი ხარჯები გელოდებათ. მათი ნაწილი პროფესიული დანიშნულებით წავა, მეორე ნაწილი კი ოჯახური და პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. თვის ბოლოს კი საკმაოდ მსხვილი შემოსავლის მიღების იმედი შეიძლება გქონდეთ. ასევე პოზიტიური იქნება ფინანსური თვალსაზრისით მომდევნო თვის დასაწყისი. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, გააფორმოთ მსხვილი და სასურველი კრედიტი, მიიღოთ მოგება უკვე საკმაო ხნის წინ წამოწყებული პროექტიდან, ან საგრძნობი თანხა დაგრჩეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებიდან.

ბევრი თხის რქის ოჯახში სწორედ თებერვალში შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დაფიქრდნენ და თვის ბოლოს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად უკვე მზად იყვნენ. საუბარია არა მხოლოდ ახალი ბინის ან სახლის შეძენაზე, არამედ სხვა ქვეყანაში გადასახლებაზე. ყველაფერი თხის რქების სურვილსა და შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელთა რთული ურთიერთოებები ნათესავებთან მკვეთრად გაუმჯობესდება, თუმცა ჰარმონიამდე ჯერ კიდევ შორსაა. დარჩება მოუგვარებელი საკითხები, რომელთა ამოწურვაც დროისა და დიდი ძალისხმევის საქმეა. ოჯახებში, სადაც ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობები არც ისე დალაგებულია, შედარებით სიმშვიდე იქნება, თუმცა პრობლემები უკვე იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააქტიურდეს. დრო გაჩვენებთ, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის კიდევ გაგრძელება. თებერვალში თხის რქების ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ არის და ეს განსაკუთრებით 3-5 თებერვალს იქნება შესამჩნევი. ამ პერიოდში სახიფათოა უბრალო გაციებაც და საჭესთან ჯდომაც კი. მითითებულ დღეებში ფრთხილად იყავით საჭესთან და ეცადეთ თქვენი აქტიურობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

მერწყული

მერწყულისთვის თებერვალი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ცვლილება პოზიტიური იქნება. თვის პირველ ნახევარში უნდა გააანალიზოთ თქვენი ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან, მათთან ერთად განიხილოთ ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები, კორექტივები შეიტანოთ დიდი ხნის წინ მიღწეულ შეთანხმებებში და დაწყებულ პროექტებში. საქმე უომრად არ ჩაივლის და ამიტომ თქვენი საუკეთესო საბრძოლო თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. რთულ სიტუაციაში ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ, რომლებთანაც გამოცდილი და საიმედო ურთიერთობა გაკავშირებთ. სწორედ ისინი შეძლებენ  საქმითა თუ სიტყვით თქვენ მხარდაჭერას. თებერვლის მეორე ნახევარში გააქტიურდება სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან კონტაქტები. მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი, რომელზეც მერწყული დიდი ხანია მუშაობდა, ბოლოს და ბოლოს განხორციელების ფაზაში შევა. მოსალოდნელია მივლინებები ან უცხოელი კოლეგების ვიზიტები თქვენს ქვეყანაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მერწყულის ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ეს ტენდენცია მარტშიც შენარჩუნდება. თებერვალში მისი ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. 1, 2,  10-12, 20-21 თებერვალს მსხვილ ფულად შემოსავლებს უნდა ელოდოთ.

მეუღლეები და შეყვარებული წყვილები თვის პირველ ნახევარში შეიძლება ცოტა გაცივდნენ ერთმანეთთან მიმართებაში და იჩხუბონ კიდეც. თებერვლის მეორე ნაწილი უფრო ჰარმონიული იქნება, თუმცა უსიამოვნებები ჯერ არ ამოწურულა. ეს პერიოდი ცოტა სახიფათოა ქორწინების ძაფებით დაკავშირებული ადამიანებისთვის, ბედი სიმტკიცეზე და პირველ რიგში ერთგულებაზე გამოგცდით.  თებერვალში ყველაფერი ახალი ურთიერთობების წამოწყებისკენ და ახალ ნაცნობებთან ფლირტის გაჩაღებისკენ გიბიძგებთ.  და ასეთ სიტუაციაში თავის დაკარგვა მარტივია. თუმცა ვარსკვლავები ურთიერთობებისგან თავის არიდებას არ გირჩევენ – იქნებ თქვენი ცხოვრების ჭეშმარიტ ნახევარს გადააწყდეთ. შესაძლოა, ამ თვეში თქვენს ძველ შეყვარებულსაც შეხვდეთ და გრძნობებმა უწინდელი ძალით იფეთქოს. თებერვალში მერწყული ენერგიული და ძლიერი იქნება, ამიტომაც ვერანაირი დაავადება შეაშინებს. თუმცა ვარსკვლავები მერწყულებს ურჩევენ, ნერვიულ სიტუაციებს და სტრესს მაქსიმალურად ერიდონ.

თევზები

თებერვალში თევზებმა მაქსიმალური სიმშვიდე, სიფრთხილე და თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინონ. ქცევის სწორედ ასეთი მოდელი აგაშორებთ თავიდან დანაკარგებს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვეში იყავით ფრთხილად. ყველა მიღებული წინადადება თქვენი კეთილდღეობის ზრდას ხელს არ შეუწყობს. ეცადეთ გადაწყვეტილებები ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღოთ და სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი თანამშრომლების მიმართაც. გახსოვდეთ, რომ კოლეგებს თქვენს ზურგსუკან ინტრიგების ხლართვაც მშვენივრად შეუძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ თებერვალში მაკონტროლებელი ორგანოებიდან ვიზიტებია მოსალოდნელია. საშუალო რგოლის თანამშრომელი თევზების პოზიციები მტკიცეა, თუმცა შურიან კოლეგებს მაინც უფრთხილდით. თქვენ შესახებ არასასურველი ინფორმაცია, ინტრიგები, ჭორები – საკმარისზე მეტი იქნება. მეტი ისმინეთ, ვიდრე ილაპარაკებთ და პოზიციები არ დათმოთ. თუ ხედავთ, რომ ინტრიგები გაღრმავდა, ეცადეთ ავისმსურველებს სათანადო პასუხი გასცეთ. ხელმძღვანელობასთან კი ტაქტი გამოიჩინეთ – მათთან დაპირისპირების დრო ახლა არ არის. თებერვალში თევზების ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. თვის ბოლოსთვის მოულოდნელი შემოსავლები გექნებათ.

თევზების პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. შესაძლებელია, ოჯახის უფროს წევრებზე ზრუნვა დაგჭირდეთ, ასევე პერიოდულად წვრილმანმა საოჯახო საყოფაცხოვრებო პრობლემებმა შეგაწუხონ, დანარჩენად ყველაფერი რიგზე იქნება. ამ თვეში საკუთარ ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ მარტის დაწყებამდე თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ დონეზე იქნება, ამიტომ ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა იზრდება. უფრხილდით ინფექციებსა და გაციებას.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები