ბათუმში ქალმა, 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმედიც აღარ გვქონდა, რომ ბავშვი გვეყოლებოდა. შევწყვიტე ექიმთან სიარული. ეს ჩვენთვის ღვთის საჩუქარია”- თქვა ბავშვის დედამ, 42 წლის ლელა დოლიძემ.
ახალშობილი, რეზო დიასამიძე 3.10 კგ-ს იწონის და სიმაღლით 50 სმ-ია.
ექიმების თქმით, ბავშვი ჯანმრთელია.
წყარო:imedinews.ge