სეზონის ტრენდი: 2018 წლის ყველაზე მოდური სათვალეები

ნახევრად დაფარული თვალი, ვიწრო და უმეტესად, პატარა ზომის ჩარჩოები ამ წლის ტრენდია. 2018 წლის ამ ყველაზე მოდური სათვალეების სათავეებთან დემნა გვასალია დგას.

ქართველმა დიზაინერმა სათვალის ეს დიზაინი Balenciaga Fall 2017-ზე გამოიყენა. ის სწრაფად აიტაცეს სხვა დიზაინერებმაც და მალე Miu Miu-ს, Prada-ს, Acne Studios-ს, Stella McCartney-ის, Louis Vuitton-ის და სხვები კოლექციებშიც გამოჩნდა. ის დემნამ 80-90იანებიდან აიღო და სეზონის ყველაზე მოდურ აქსესუარად აქცია.

ტენდენციას სწრაფად აყვნენ ცნობილი სახეებიც. სათვალეები მოირგეს და ქუჩის street-style-ს შეუხამეს Rihanna-მ, Kara Delevin-მ, რიტა Ora-მ, და ჯიჯი ჰადიდი-მ და კარდაშიანმა.

სრულად იხილეთ ბმულზე

კომენტარები

სხვა სიახლეები