“ბასიანზე” ოთახი გაიხსნა, შედიხარ და სექსი გაქვს რომ გამოხიდარ, ვისთან იყავი, არ იცი”

ჟურნალმა „თბილისელებმა“ მსახიობ ალეკო ბეგალიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს:
– რუს და უკრაინელ გოგოებს არ იხსენებთ ხოლმე?
– რუსი გოგოები ჩემს თაობას მაინც ტკბილად ახსენდება. ალალი და უსაყვედუროო, ასე ვამბობოდით მათზე. ქართველს მაინც უნდა ელოლიავო და კოშკები აუგო, რომ რაღაც გამოიმეტოს. დღეს აღარ, მაგრამ პრინციპში, დღესაც ეგრეა – მაინც რაღაცას ითხოვენ შენგან. ქართველებს მაინც გენში გვაქვს გამზადებული „სტენკის” მომენტი, რაც რუსებს არასდროს ჰქონიათ. მათთვის ყოველთვის „მილი, დარაგოი” იყავი (იცინის). რუსები ჩევნს გოგოებთან შედარებით, ყოველთვის უფრო გახსნილები იყვნენ. მაგრამ, მე მაინც ქართველები მირჩევნია.
– ცოტა ხნის წინ განიხილავდნენ თემას – ქართველი ქალები ძალიან „გაბლატავდნენ,” ვითომ გენდერული თანასწორობის ჭრილშიო.
– სამწუხაროდ, ჩვენებმა ზომა-წონა არ იციან. რაღაცები რომ „პრადვინუტობა” ჰგონიათ, სინამდვილეში, „სიქაჯეში” გადასდით. ახლა „ბასიანზე” ოთახი გაიხსნა. ბნელი ოთახია, შედიხარ და სექსი გაქვს – კაცთან, ქალთან. მოკლედ. ვისთანაც გინდა და რომ გამოხიდარ, ვისთან იყავი, არ იცი. რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში „მაგრად ერხევათ”. ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად „ტეხავს.” რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო „პრადვინუტი” ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი (იცინის).
– ბოლოს, დუდუზეც ვთქვათ ორი სიტყვა. მგონი, ცოტა ბრაზდებით, ყველას რომ დუდუ ახსენდება თქვენთან დაკავშირებით?
– აღარ ვბრაზდები, მივეჩვიე. მაგრამ, მარტო დუდუთი რომ მიცნობენ, ეგ „მიტყდება“. სხვა ფილმებშიც რომ დამიძახონ და სხვანაირი ტიპები მათამაშონ, მაგრად „გაასწორებდა”. შურიკათი დაამახსოვრდა მსახიობი დემიანკო ყველას. არადა, ტიპს ჰამლეტი და უამრავი მაგარი როლი აქვს ნათამაშები – ბევრმა არ იცის, რომ „მხეცი” მსახიობი იყო. რომ გარდაიცვალა, გაზეთშიც დიდი სათაურით გამოაქვეყნეს „უმერ შურიკ.” ამ დროს სხვა, ძალიან სერიოზული როლები ჰქონდა და სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს.

წყარო:tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები