რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ისეთი სისწრაფით ღვივდებოდა, რომ მეხანძრეების იმედად ყოფნა უკვე გამორიცხული იყო — ბინაში მყოფები ან აივნიდან უნდა გადმომხტარიყვნენ, ან მტანჯველი სიკვდილი ელოდათ.
ოჯახმა გადმოხტომა გადაწყვიტა იმ ადამიანების იმედად, რომლებიც აივნის ქვეშ შეკრებილიყვნენ და სახელდახელო სამაშველო ბადე მოეწყოთ იმით, რაც უცბად იპოვეს.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა — უცნობმა კეთილმა ადამიანებმა მთელი ოჯახი გადაარჩინეს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?time_continue=38&v=9EuIZc0_IIk[/youtube]