კოცნის საერთაშორისო დღეს შემოგთავაზებთ ყველა ცნობილი 7 ფოტოს
- კომპანია Unhate от Benetton
იტალიური კომპანია “ბენეტონი” მუდან ჰუმანურ იდეებს ავრცელებდა. კომპანიის ყველაზე ცნობილი სლოგანია united colors – გაერთიანებული ფერები, შესაბამისად, კომპანიის ბანერებზე ყოველთვის სხვადასხვა რასის წარმომადგენლების სახეებია გამოსახული. “ბენეტონმა” სარეკლამო კამპანიის ახალ ხაზს UNHATE უწოდა, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ ბრენდის წინ წასაწევად, არამედ შეიცავდა ტოლერანტობისკენ მოწოდებას. ფოტოებზე ყველზე დიდი მტრები კოცნიდნენ ერთმანეთს.
- ენი ლეიბოვიცის ფოტო ROLLING STONE -ის ჟურნალისთვის
ჯონ ლენონის ბოლო პროფესიონალური სურათი- 5 საათის მერე ის მოკლეს. „ამ ფოტოზე ზუსტად არის გამოსახული ჩვენი ურთიერთობის სიღრმე“- ასე დაახასიათა ლენონმა ეს სურათი.
- ჯარისკაცი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე კოცნის მედდას
ფოტო გადაღებულია 1945 წლის 14 აგვისტოს. ამერიკელებისთვის ომის დასასრულის სიმბოლოა- იაპონიის კაპიტულაცია. ეს ერთ-ერთი ყველზე ცნობილი სურათია ფოტოგრაფიის ისტორიაში.
- კრემლის კოცნა
ლეონიდ ბრეჟნევისა და გდრ-ს ხელმძღვანელის ერიხ ჰონნეკერის ფოტო.
ამ სურათს ბევრი სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა, მაგალითად, ერთ-ერთი გამოხმაურება ამგვარი იყო- „ ღმერთო, დამეხმარე გადავრჩე ამ მკვდარი სიყვარულის ჟამს“. ზოგი ფოტოს ძმობის კოცნასაც უწოდებდა. ეს გახდა ბერლინის კედლის ნგრევის სიმბოლო.
- ოტელ დე-ვილის კოცნა
რობერ დუანოს მიერ 1950 წელს გადაღებული ეს ფოტო პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. დუანომ წყვილი მოედანზე დაინახა და მათ პოზირება სთხოვა. წყვილმა ერთად 9 თვე გაატარა. გოგონა მსახიობი გახდა, ხოლო ვაჟი მეღვინეობით დაკავდა.
- ვანკუვერის კოცნა
2011 წლის 16 ივნისი. დღე, როდესაც პოლიციასა და ფეხბურთის გაღიზიანებულ ფანებს შორის შეჯახება მოხდა. კადრი არ არის დადგმული, გოგონას პოლიციელმა დაარტყა და ის წაიქცა, ხოლო მისი შეყვარებული დაიხარა და აკოცა. ფოტოგრაფმა რიჩარდ ლემ კი კადრი დაიჭირა. მიუხედავად დაძაბული მდგომარეობისა, ეს ფოტო მსოფლიოში მომენტალურად გავრცელდა წარწერით „Make Love, Not War”.
- შახტიორის კოცნა
2010 წლის დასაწყისში ჩილეში ერთ-ერთი შახტა ჩამოინგრა, რომლის ნანგრევებში 33 მუშა მოყვა. მათ 69 დღე გაატარეს მიწის ქვეშ. ფოტოზე შახტიორებიდან ერთ-ერთი განთავისუფლებული კოცნის თავის მეუღლეს. მათი გადარჩენა ჩილეს 22 მილიონი დოლარი დაუჯდა.