ვინ არის თამო ვაშალომიძის საქმრო – “მის ვინაობას როცა გაიგებთ სალაპარაკო გახდება”

ბოლო კვირაა თამო ვაშალომიძე ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერ საზოგადოება მის ნიშნობაზე ალაპარაკდა, შემდეგ კი მისი ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი. სექსუალური მოდელი 5 თვის მანძილზე ფეხმძიმობას მალავდა. არ ასაჯაროვებდა ასევე პირად ურთიერთობასაც. როგორც აღმოჩნდა, უკვე წლებია ვაშალომიძის გული დაკავებულია. წელიწადნახევარში კი დაოჯახებასაც გეგმავს. ვინ არის მოდელის საქმრო, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი ორსულობა აქვს მოდელს, „დრონი.ჯი“ თამო ვაშალომიძეს დაუკავშირდა.

ხუთი თვის ორსული ხართ, თუმცა მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეთ. რატომ მალავდით ამდენი თვე?

იმიტომ რომ ვყოფილიყავით ბედიერები, ზედმეტი ხალხი არ ჩარეულიყო ჩვენ ცხოვრებაში, ჭორები, ენები და ა.შ. ყოველთვის განხილვადია ყველაფერი. ასე მირჩევნია სანამ ბავშვს არ გავაჩენ, სიმშვიდე მინდა. მე თავიდანვე რომ გამოვჩნდი შოუბიზნესში, ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი რომ ყურადღება არ უნდა მიმექცია იმისთვის, რომ ჩემზე ილაპარაკებდნენ. თუ ვირჩევთ რაღაცას, უნდა ვიცდოეთ რომ განხილვადი იქნება ხალხის მხრიდან. მაგრამ ამ შემთხევავში მარტო მე არ ვარ. ბავშვის მამა, ოჯახის წევრები, ბევრი ადამიანი დგას ჩემს უკან და არ მინდოდა ენერვიულათ.

როდის ელოდებით ბავშვს, როგორი ორსულობა გაქვთ და სქესი თუ იცით მისი?

ველოდები იანვრის ბოლოს. ბავშვის სქესი ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. განსაკუთრებული პრეტენზიებით არ გამოვირჩევი. პირველი სამი თვე ცოტა ცუდად ვიყავი, ტოქსიკოზი მქონდა, გაღიზიანებული ვიყავი. ახლა კი ჩვეულ რეჟიმში ვარ. ვვარჯიშობ, იოგაზე დავდივარ, ჩვეულებრივი ორსულობა მაქვს. ეს ბედნიერებაა და არა ავადმყოფობა.

თქვენი საქმრო ვინ არის? რას საქმიანობს?

მის ვინაობას როცა გაიგებთ, ცალკე სასაუბრო თემა გახდება. ისიც ცნობადია თავის სფეროში და მეც. სალაპარაკო რომ არ ყოფილიყო, ვამჯობინეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სცოდნოდათ მხოლოდ ჩვენ ურთიერთობაზე. ქორწილი როდესაც იქნება, ყველა გაიგებს. ბიზნესი აქვს საქარვეკლოში, ასევე რუსეთშიც. ქართველია, თუმცა 15 წელია ამერიკაში ცხოვრობს. 37 წლისაა.

ერთმანეთი სად გაიცანით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

ახალი გამოჩენილი ვიყავი ეკრანზე, ახლობლის ჯვრისწერაზე ვიყავი და იქ გავიცანი. აქედან დაიწყო ყველაფერი. თუმცა, როდესაც მე უკვე მცნობდნენ და ერთად დავდიოდით, ვჩნდებოდით თავშეყრის ადგილებში, შენიშნეს ეს და ჭორაობა დაიწყეს. ამიტომ გადავწყვიტე დამემალა. ვცდილობდით საქართველოს ფარგლებს გარეთ შევხვედოლიყავით ხოლმე. მას არ აქვს ის მომენტი, რომ დამალოს.შ სამჯერ მთხოვა უკვე ხელი და მე უარს ვეუბნებოდი. ის ეტაპი არ მაქონდა რომ გავთხოვილიყავი. აქ საქართველოში მქონდა საქმეები, გადაღებები და ამერიკაში გადაბარგება არ მინდოდა.

დაოჯახების შემდეგ სად იცხოვრებთ?

ბავშვი წამოიზრდება და თუ წავალ ამერიკაში, წავალ ჩემი პროფესიით, მინდა რომ იქაც ჩემი ხაზით ვიმუშაო. თუმცა ჯერ არ ვაპირებ, აქ ბებია და დედა მყავს და ვერ მივატოვებ. ის ძირითადად აქაა, ცდილობს ეს თვეები ჩემ გვერდით იყოს.

როგორ დაინიშნეთ, როგორ გთხოვათ ხელი?

ველოდებოდი რომ უნდა ჩამოსულიყო თვის დასაწყისში. მეგობრებმა მითხრეს რომ ყავა დავლიოთო, მიმიყვანეს ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში და იქ დამხვდა თავისი მეგობრებით, ყვავილებით, სურპრიზი მომიწყო. იმ ღამესვე უკვე ფრენა ჰქონდა. ეხლა მაინც ხომ გამომყვები ცოლადო მკითხა. ამის შემდეგ უკვე გავასაჯაროვე.

თქვენი საქმიანობა და კარიერა თუ მოწონს, რჩევებს თუ გაძლევთ?

ამდენი ხანი მაგიტომაც ვართ ერთად, რომ აფასებს ჩემს კარიერას. ქართველი მენტალობის მამაკაცებისთვის რთულია ჰყავდეს სექსუალური სახელის მქონე მოდელი საცოლე, თუმცა ის მიგებს, სხვა მენტალობა აქვს. მისი მშობლებიც იგებენ, გაგებული ხალხია. მისი ოჯახი აქ ცხოვრობს. მე მიყავრს ჩემი პროფესია და ის ძალიან გაგებულად უყურებს ჩემ პროფესიას. მოწონს, როდესაც ქალი დამოუკიდებელია. მის ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

ბავშვის გაჩენის შემდეგ გააგრძელებთ მოდელის კარიერას?

ჩემი სიხარულის გაჩენის შემდეგ, მალე უნდა ჩავდგე ფორმაში. აპრილის დასაწყისში პარიზში უნდა გავფრინდე გადაღებაზე. ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე ვიქნები, მამუკა კიკალეიშვილი მიღებს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას.

როგორც ჩანს, ორსულობის მიუხედავად წონაზე ცვლილება არ გაქვთ?

ისე მიხარია, სადაც მივდივარ ყველა მეუბნება ამას. როდესაც 5 წლია წონას აკონტროლებ, დიეტაზე ხარ და უცხიმო-უამრილოდ იკვებები, ეჩვევი. ჯანსაღად ვიკვებები, ხაჭო, მაწონი, ვჭამ იმას რაც ბავშვს ჭირდება ჯანმრთელობისთვის. ცომეული ისედაც არაა კარგი, ტკბილი შემზიზღდა. არაჯანსაღ საკვებსაც არ ვიღებ. თვის ბოლოს მეექვსე თვეში გადავალ და მხოლოდ 4 კილო ნახევარი მაქვს მომატებული.

როგორი ქორწილი გინდათ, რას გეგმავთ?

წელიწად ნახევარში გვექნება ქორწილი. ისეთი არ მინდა როგორსაც ყველა იხდის. მინდა ცოტა განსხვავებული იყოს კუნძულზე ან არ ვიცი. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვნახოთ.

წყარო: http://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები