ჰარვისა და ირმას ქარიშხლებით დაზარალებული ამერიკელებისთვის ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ და საქველმოქმედო ფონდი ,,HAND IN HAND” (ჩავკიდოთ ხელები) შექმნეს.
ვარსკვლავებმა ერთსაათიანი ტელე მარათონი გამართეს და პერფორმანსები ჩაატარეს.
მონაწილეობას უამრავი ვარსკვლავი იღებდა.
ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღების მსურველი ტელეფონზე რეკავდა და საშუალება ჰქონდა რომელიმე ვარსკვლავს გასაუბრებოდა , ფასიანი ზარით შემოსული თანხა კი საუბრის ხანგრძლივობის მიხედვით იზრდებოდა და ანგარიშზე ირიცხებოდა.
ცნობილმა სახეებმა დაზარალებულებისთვის 14 000 000 $ –ზე მეტის შეგროვება შეძლეს. ასევე კომპანია ,,APPLE”-მა 5 მილიონი დოლარი გადარიცხა, რასაც მათი თანამშრომლების მიერ შეგროვებულ თანხასაც დაუმატებს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=4MkC65emkG4[/youtube]