19 წლის პუერტირიკოელი გოგონა სტეფანი დელ ვალე „მის მსოფლიო-2016“ გახდა. მეორე ადგილზე დომინიკელთა რესპუბლიკის, ხოლო მესამეზე – ინდონეზიის წარმომადგენლები მოხვდნენ.
ხუთეულში ასევე შევიდნენ კენიის და ფილიპინების წარმომადგენლები.
„მის მსოფლიო -2016“ ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართა.
ბოლო წლებში მის- მსოფლიოს გარშემო სკანდალები არ წყდება.
კერძოდ, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, კანადელმა ანასტეიშა ლიმ ჩინეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის გამო მას 2015 წელს კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. წელს კი ურჩიეს, კონკურსის წინ პრესასთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავოს.
სხვა სიახლეები