ბიანკა ბალტს ქართველი ასისტენტი ჰყავს

   სოციალური მედიის ასისტენტი 21 წლის გიორგი პაპიძის ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ბიანკასთან თანამშრომლობა დაიწყო. როგორც გიორგი „The FINANCIAL“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოდის სამყარო ყოველთვის აინტერესებდა.
„როდესაც პირველად ბიანკას ფოტო „Dolce & Gabbana“-ს ფოტოსესიაში ვნახე, აღვფრთოვანდი. მომეწონა მისი სახე და მანერები. მოგვიანებით მისი სოციალური გვერდების ძებნა დავიწყე, თუმცა მხოლოდ ყალბი გვერდები იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ძალებით შემექმნა მისი „facebook“, „Tweeter“ და „Instagram“ გვერდები. მივხვდი, რომ სოციალურ მედიას დიდად არ სწყალობდა. შევთავაზე, რომ შემეძლო დავხმარებოდი მისი ვებ-პროფილი გამეუმჯობესებინა – აქედან დაიწყო შესანიშნავი ურთიერთობა“, – აცხადებს გიორგი. მისი მოვალეობაა, ბიანკას ახალი ფოტოები, ინტერვიუები და ვიდეოები ატვირთოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები