“პლუს საიზის” სტანდარტის მოდელები მსოფლიოში პოპულარობას სწრაფი ტემპებით იძენენ. ავსტრალიელი მოდელი სტეფანია ფერარიო ერთ-ერთი მათგანია. მან სამოდელო ბიზნესში არსებული სტანდარტები და სტერეოტიპები ერთბაშად დაამსხვრია. ალბათ ერთ დღეს დადგება მომენტი, როდესაც მოდელების დღევანდელი სტანდარტები და ხელოვნური სიგამხდრე წარსულს ჩაბარდება და სამოდელო ბიზნესის ლამაზმანები უფრო „ბუნებრივ“ ფორმებს მიიღებენ.