კაცი თუ ხარ…

რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე? ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ქალი და კაცი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში, ერთნაირი შანსი უნდა ქონდეთ სამსახური დაიწყონ, ერთნაირად უნდა ინაწილებდნენ საშინაო საქმეებს, ორივეს უნდა ქონდეს შანსი ხმა მისცეს არჩევნებში, არც ერთი არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.. და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად შემოდის ჩვენს კულტურაშიც და ქალები და კაცები სულ უფრო მეტად თანასწორნი ხდებიან. და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია.

თუმცა როგორ წყდება  თანასწორობის საკითხი რომანტიულ ურთიერთობებში? დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ყველაფერში თანასწორი  იყო შენს კაცთან ? მაგალითად, როცა რესტორანში ფულს იხდი, როცა ლიფტში ერთდროულად შედიხართ, როცა, შენს ოთახში ”პერესტანოვკას” აკეთებ?  პირადად მე, არანაირად არ მინდა კონოში ჩემი ფული მეთვითონ გადავიხადო, არც ის მინდა რომ მძიმე ნივთები ვათრიო და ხანდახან ისიც მსიამოვნებს, როცა ჩემს მაგივრად აგვარებს ჩემი ბიჭი ჩემსავე პრობლემებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაღაც გარკვეული ქალური და კაცური როლები მაინც არსებობს ყველა საზოგადოებაში და ეს არც თუ ისე უსიმოვნოა ორივე მხარისათვის.

კაცი თუ ხარ… ბევრჯერ გამიგია წინადადების ასეთი დასაწყისი განსაკუთრებით ტრადიციულ სუფრებზე.. კაცი თუ ხარ დიდი ყბა უნდა გქონდესთქო ერთ მეგობარს ვუთხარი რამდენიმე დღის წინ. სრულ იდიოტობად გეჩვენებათ არა? (ჩემი მეგობარის არ იყოს), შეიძლება, მაგრამ, არ მიყვარს ფემინური გარეგნობის კაცები, განუვითარებელი მხრებით პატარა ნაზი სახეებით და  ”კოტიტა” თითებით. რაღაც მგონია, რომ ვერასოდეს ვერ აღმაგზნებს  ასეთი კაცი.

გარდა გარეგნული და თავაზიანი ჯესტებისა, ხასიათშიც ხომ არის სოციალური განსხვავებები. გთავაზობთ არაკაცურ საქციელებს, რომლებიც მე და ჩემს დაქალებს ცხოვრებაში გადაგხვდენია:

  • კაცი თუ ხარ, როგორც მინიმუმ სფიქერფოუნით არ უნდა ელაპარაკებოდე თუნდაც ნაშას, იმის გამო, რომ სხვებმა გაიგონ რა ”მაგარი ტიპი” ხარ. (არც მაშინ, როცა გინდა შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ)
  • ან გოგო რო გეუბნება შენთან სექსი არ მინდაო, მანამდე არ უნდა კოცნო ძალით სანამ არ მოუნდება.
  • კაცი რომ ხარ მივლინებაში წასულმა ( უფრო სწორად გაქცეულმა) არ უნდა დაურეკო გოგოს და არ უნდა უთხრა გშორდებიო
  • კაცი თუ ხარ, გოგოს არ უნდა მიწერო facebook-ზე,  მაგრად მინდიხარ და შესვენებაზე გამოდიო, როცა პროფილის სურათად შენი შვილი სურათი გიყენია.
  • კაცი თუ ხარ, არც ერთ ძმაკაცს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენს გოგოს ”ეფარცქვალონ”, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა არ გიყვარს ეს გოგო.
  • როცა იცი, რომ დალევისას, სერიოზული ერექციული პრობლემები გაქვს , კაცი თუ ხარ ან არ უნდა მიეკარო გოგოს, ან ვიაგრა უნდა დალიო და ან საერთოდ ალკოჰოლი ამოიღო შენი ცხოვრებიდან.
  • კაცი თუ ხარ არ უნდა დაულომბარდო გოგოს ”ცეპი” და მერე არ უნდა გადააგდო.
  • კაცი თუ ხარ…

წყარო: https://tbilisuriloveblogi.wordpress.com/page/2/

კომენტარები

სხვა სიახლეები