აგვისტოს სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დადგა ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის. თავის მხრივ კი ლომი ასტროლოგიურ მეხუთე სახლს – (სიყვარული, ფლირტის ხელოვნება) მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო პერიპეტიები არასოდესაა ისე აქტუალური და “ცხარე” ისე, როგორც აგვისტოში. ამიტომაც გთავაზობთ მიმდინარე თვის სასიყვარულო პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის საიმისოდ, რომ “რომანტიკულად ცხელ თვეს” მომზადებული დახვდეთ.

ვერძმა აგვისტოში პირად ცხოვრებაში არსებული ძველი პრობლემები უნდა მოაგვაროს. კარგი დროა ზავის დასადებად.

კუროს რისკისგან თავის შეკავებას ურჩევენ ასტროლოგები. უწყინარი ფლირტიც კი გვარიანად გაზარალებთ ამ თვეს.

ტყუპს მოწყენილობა შემოუტევს და მოინდომებს “რამე გააფუჭოს”. სულაც არ არის ეს ურიგო იდეა.

კირჩხიბს ასტროლოგები მიუწოდებენ, რომ სასიყვარულო ფრონტზე საკუთარი ინტერესები ბოლომდე დაიცვას. ეს ის თვეა, როცა გამარჯვება უნდა მოიპოვოთ.

ლომს კი აქტიურობას ვურჩევთ. შესაძლოა ამ თვეში ოცნების ქალის/მამაკაცის გულიც კი მოინადიროთ.

ქალწულს კი აგვისტოში ასტროლოგები საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევისკენ მოუწოდებენ. სექტემბრამდე გაარკვიეთ ვისთან ერთად გსურთ ურთიერთობის გაგრძელება.

სასწორს ასტროლოგები ურჩევენ აგვისტოში ბრძნულ რჩევას დაუჯერონ, რომელსაც მათ უახლოესი მეგობარი შესთავაზებს სასიყვარულო კუთხით.

მორიელს კი საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების განებივრებას ვურჩევთ. წვრილმანი საჩუქარიც კი თქვენ პარტნიორულ კავშირებს საოცრად გაახალისებს.

მშვილდოსანს აგვისტოში დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების გადახედვა მოუხდებათ. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სულაც არ ყოფილხართ ძალიან შეყვარებული.

თხის რქას მეტი ექსპერიმენტებისკენ მოვუწოდებთ. სულ ცოტა კრეატივი და იუმორი არ აწყენდა თქვენს სასიყავრულო კავშირს.

მერწყულებს კი (განსაკუთრებით მათ მარტოხელა ნაწილს) წინ ამაღელვებელი ნაცნობობა ან უკვე არსებული კავშირების გადახალისება ელოდებათ.

ხოლო თევზები საკუთარი პრინციპების გადახედვას ურჩევენ ასტროლოგები. იქნებ სიჯიუტე გიშლით ხელს იმაში, რომ მარტივად იყოთ ბედნიერი.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები