31 წლის შავკანიანი მოდელი იუჯინა ვაშინგტონი Playboy-ს 2016 „წლის გოგონად“ დასახელდა. „წლის გოგონამ“ საჩუქრად ახალი ავტომობილი Fiat 124 Spider-ი და 100 000 დოლარი მიიღო. ცნობისთვის, იუჯინა ვაშინგტონი Playboy-ს ყოველწლიური კონკურსის მესამე ფერადკანიანი გამარჯვებულია. პირველად მოდელი ჟურნალისთვის 2015 წელს გადაიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იუჯინა უკანასკნელი გოგონაა, რომელსაც Playboy-მ შიშველი ფოტოები გადაუღო – ჟურნალმა შიშველი ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა (ამ ტრადიციას მხოლოდ გერმანული Playboy აგრძელებს).
სხვა სიახლეები