ჯენიფერ ლოპესმა საზოგადოებას ახალი კლიპი სიმღერაზე -Ain’t Your Mama წარუდგინა. კომპოზიციას ფემინისტების ჰიმნის წოდებაზე აქვს პრეტენზია.
„არ ვაპირებ მთელი დღის განმავლობაში სადილის მომზადებას, მე არ ვარ დედაშენი, არ ვაპირებ შენი ტანსაცმლის რეცხვას, მე არ ვარ დედაშენი“, – მღერის ლოპესი.
კლიპში მომღერალი ხან მდივანია, ხან ახალი ამბების წამყვანი, ხან იდეალური დიასახლისი, ხანაც ქარხნის თანამშრომელი.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Pgmx7z49OEk#t=287[/youtube]