ამერიკელი კრიტიკოსების მიერ მოწონებული ფილმი არცთუ ისე ბევრია. ახლახან მათ ფილმი „ბეთმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ გააკრიტიკეს, შემდეგ „ფიფქია და მონადირე“, ახლა კი ახალ „მსხვერპლზე“ – ფილმზე “Mother’s Day” გადაერთნენ.
ფილმი ვარსკვლავურმა შემადგენლობამაც – ჯენიფერ ენისტონის და ჯულია რობერთსის სახით – ვერ გადაარჩინა. კრიტიკოსებმა ფილმს: „უსიცოცხლო და წარუმატებელი, ყოველი მაყურებლისთვის რაღაცის შეთავაზების მცდელობა“ უწოდეს.
„Mother’s Day“ ცუდია თავიდანვე და უკეთესი არ ხდება“, – ნათქვამია ერთ-ერთ რეცენზიაში. „როგორც ჩანს, ფილმი იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ დედების დღესასწაული საკმარისია მაყურებლის ყურადღების იმდენად მისაპყრობად, რომ ის ვერ შეამჩნევს შეურაცხმყოფელ კომენტარებს, უაზრო დიალოგებს, უსიცოცხლო ხუმრობებს და გულწრფელობის ხელოვნურ მცდელობებს“, – აღნიშნავენ Entertainment Weekly-ს კრიტიკოსები.
სხვა სიახლეები