მადონა 15 წლის ვაჟიშვილ როკოსთან შერიგებას ცდილობს. მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა სასამართლოს გზით მეურვეობის საკითხის მოგვარებას ცდილობს. დეკემრის შემდეგ ბიჭი მამასთან, გაი რიჩთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. მადონაც ახლა ინგლისის დედაქალქში იმყოფება და შვილთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს. მან სოციალურ ქსელში როკოსთან და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. შეხვედრაზე კი როკო თავად მადონას ყოფილმა მეუღლემ, გაი რიჩიმ მიიყვანა. დეკემბრის მერე ეს 57 წლის მადონას და მისი ვაჟის პირველი შეხვედრა იყო. უცხოური მედიის ცნობით, ყველაზე მეტად მომღერალი განიცდის იმას, რომ როკომ სწავლას თავი დაანება. მადონა ლონდონიდან მის წაყვანას გეგმავს.
სხვა სიახლეები