ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. 21 აპრილს მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომის მონაწილე იყო და გაეროს გენერალურ მდივანს, პან გი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე მათ სირიელი დევნილების საკითხზე ისაუბრეს.
რაც შეეხება გარეგნობას – შავი კოსტიუმი, შავი პალტო, შეკრული თმა და მოკრძალებული მაკიაჟი – სიგამხდრის მიუხედავად, ანჯელინა დასვენებულად გამოიყურებოდა.