48 წლის ჯულია რობერტსი მეოთხე შვილს ელოდება

უცხოური მედიის ცნობით, მსახიობი ჯულია რობერტსი მეოთხე შვილს ელოდება. „ჯულია საკუთარ ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ამას ვერ წარმოიდგენდა – დაფეხმძიმება 48 წლის ასაკში!“, – ამბობს ინფორმაციის წყარო. მისივე თქმით, რობერტსმა და მისმა ქმარმა, მსახიობმა დენი მოდერმა ამაში ქორწინების გადარჩენის ნიშანი დაინახეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი შორდება და ცალ-ცალკე ცხოვრობს. „ფეხმძიმობა ჯულიას არა მარტო მეუღლის მიმართ გრძნობების, არამედ საკუთარი საქციელის გაანალიზებაში დაეხმარება. მასთან ხანდახან რთულია ურთიერთობა: ჯულია ძალიან ემოციურია და ხშირად არ არის თავშეკავებული“, – აღნიშნავს წყარო. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმობამ უკვე შეცვალა მეუღლეების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამასთან, წყვილი ნერვიულობს, როგორ გაივლის ფეხმძიმობა ამ ასაკში.

კომენტარები

სხვა სიახლეები