აფრიკული მოტივები – სეზონის ტრენდი (ფოტოკოლაჟი)

 

მოდის ინდუსტრიაში წლევანდელ ზაფხულს კურსი აფრიკის მიმართულებით აიღეს და ისიც შეგვახსენეს, რომ აფრიკა მხოლოდ ეგვიპტე და მაროკო არაა. ეს უდიდესი კონტინენტია, რომელზეც 56 ქვეყანა მდებარეობს, თავისი ხალხით და სხვადასხვა ტომით. შესაბამისად, მოდის სამყაროსთვისაც აფრიკის თემა – ტექსტურის, ორნამენტის, პრინტის და დეკორის მრავალფეროვნებას ნიშნავს. აფრიკული მოტივები საკუთარ კოლექციებში შეიტანეს Alberta Ferretti -მ, Valentino-მ, Missoni-მ და Balmain-მა. ქვედა ბოლოები და ტუნიკები ბუნებრივი ქსოვილებისგან, სანდლები ხის ძირზე, უხეში ფორმის მასიური კოლიე – ყველაფერი ეს ყავისფერ-ოქროსფერ პალიტრაში – ამ ზაფხულის ყველაზე მოდური ეთნო-ტრენდია.

თუ გსურთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი სტილი – აირჩიეთ სამოსი დაწნული ორნამენტით, ტყავის დეკორით, ნაქარგით, ფერადი ბისერით და ბუმბულებით და ყურადღება სავანის ყველა ფერის გეომეტრიულ პრინტს მიაქციეთ. აღსანიშნავია, რომ შედარებით მკვეთრ ფერებს Kenzo გვთავაზობს. ყველანაირი სტილის საუკეთესო დამატება კი არა მარტო მასიური საყურეები და ტყავის სამაჯურებია, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამართული წელი, კატის პლასტიკა და ოდნავ ცივი მზერა, რომლითაც აფრიკელი ქალები გამოირჩევიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები