რატომ არ უნდა მიიკეროთ ღილი ჩაცმულ ტანსაცმელზე და რატომ არ უნდა მოუყვეთ სიზმარი უცხო ადამიანს? -აღნიშნული სათაურით გაზეთი “ალია“ პარაფსიქოლოგ ნინო ვარსიმაშვილის რჩევებს აქვეყნებს.
“არსებობს გათვლა, ბედის შეკვრა და ნეგატიური ზემოქმედების მავნე შედეგები, რომლის გასანეიტრალებლად საგანგებო რიტუალების ცოდნაა საჭირო. ჩაცმულ ტანსაცმელზე ნურასოდეს მიიკერებთ ღილს და ღამით ნანახ სიზმარს ნუ მოუყვებით უცხო ადამიანს. ასევე გასწავლით ერთ უძველეს წესს, რომელიც სახლში არასასიამოვნო სტუმრის შემოსვლის დროს უნდა გაითვალისწინოთ. როცა ასეთ სტუმარს ელოდებით, აუცილებლად უნდა მოწმინდოთ იატაკი სველი ჩვრით და შემოსასვლელში დადოთ სველი ღრუბელი, რომელზეც მარილი იქნება მოყრილი, ის შეიწოვს არასასურველ ენერგიას და თქვენ გადარჩებით მისი უარყოფითი ზემოქმედებისგან. წასვლის შემდეგ კი ღრუბელი რამდენიმე წუთით გამდინარე წყალს შეუშვირეთ, ხოლო ოთახი და შემოსასვლელი ისევ წყლით მოწმინდეთ და თუ მისაღებში სარკე გაქვთ, ძმრით, მარილით ან მარილწყლის ნაზევში დასველებული ქსოვილით გაწმინდეთ. ამით მთლიანად გაანეიტრალებთ არასასურველი სტუმრის ენერგიას“, -აცხადებს პარაფსიქოლოგი.