2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური კაბების სტილი (ფოტოკოლაჟი)

მაქმანი, „ზბორები“, ფერადი ზოლები, ღამის პერანგის სტილის კაბები, სხვადასხვა პრინტები – ასეთია დიზაინერების მიერ დაანონსებული 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა და კაბების სტილი. წელს აქტუალურია როგორც თავისუფალი სტილის კაბები-პერანგები, ისე ვიწრო, ტანზე გამოყვანილი კაბები ზოლიანი ან ლეოპარდის პრინტით და მაქმანის სარაფნები.
გოგონების საყურადღებოდ, სეზონის ფავორიტია – კაბები, რომლებშიც მოშიშვლებული მხრები გექნებათ. თქვენს სამოსს შესაძლოა თხელი „ბრეტელები“ ჰქონდეს ან ლენტები, რომლებიც კისერზე გექნებათ შემოხვეული, მაგრამ მთავარია კაბას დიდი და ლამაზი „ზბორები“ ჰქონდეს. ეს თქვენს გარეგნობას მეტ რომანტიულობას შესძენს. ფერადი ზოლები, რომლებიც ზღვის გაცვეთილ თემას შეცვლის, ასევე აქტუალურია წლევანდელ გაზაფხულ-ზაფხულს. მოდაში იქნება კაბები კონტრასტული ფერების და განსხვავებული სახეობის ზოლებით.
პოდიუმზე და ჩვენს ყოველდღიურობაში ასევე ქეით მოსის შემოღებული კაბები-პერანგები ბრუნდება. კაბა შესაძლოა მაქმანით ან შიფონით იყოს გაწყობილი.
„ველურ“ გოგოებს კი დიზაინერები აფრიკულ ტრენდს სთავაზობენ. წელს აუცილებელია გარდერობში ერთი კაბა მაინც გქონდეთ სავანის რომელიმე ცხოველის – ზებრას, ლეოპარდის, პითონის ან ვეფხვის პრინტით.
უფრო რომანტიულ და ჰაეროვან ქალბატონებს კი, სავარაუდოდ, კლასიკური დეკორი მოხიბლავს. სპეციალურად ამ ქალბატონებისთვის წელს მოდაში მინდვრის ნაზი ყვავილების პრინტებით გაწყობილი კაბები იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები