4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დღის განმავლობაში შეიძლება იმდენი ვერ იმუშაოთ, რამდენიც ღამე. დღეს საყვარელი ადამიანის გამო იამაყებთ.

კურო
დღეს თქვენთვის ნებისმიერი კარი გაიღება. გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა, თუმცა, ეს თქვენთვის პირველი შემთხვევ არ იქნება. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

ტყუპი
ამბიციები მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. წარმატებისა და იდეების განხორციელებისთვის მოემზადეთ. არ გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის ფიქრების გამოცნობა და მისი გაბედნიერება.

კირჩხიბი
მეტად თავდაჯერებული უნდა იყოთ. გაერკვიეთ საკუთარ თავში, რა გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს. შეამცირეთ კოფეინის რაოდენობა. აგრეთვე, არ მიიღოთ ენერგეტიკული სასმელები.

ლომი
ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას. საკუთარ საქმეებს მიხედეთ. ჩამოწერეთ რა გსურთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით გამარჯვებას.

ქალწული
მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე საუბარს. უმჯობესია, მაქსიმალურად შეამციროთ კონტაქტები. მშვიდად გააგრძელეთ ყოველდღიური საქმეების შესრულება. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში.

სასწორი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კოლეგების ქილიკს. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ დაიწყებთ დიეტას, ნუ ეცდებით საკვების შემცირებას. მარტოხელებს საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

მორიელი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კრიტიკასა და ცინიზმს. გააქტიურდით, საქმეების, პროექტების გასაუმჯობესებლად. არავის მოუყვეთ პირადი განცდების შესახებ.

მშვილდოსანი
დღეს მტრებსაც კი მოკავშირეებად და პარტნიორებად გაიხდით. მთავარია, გულწრფელი იყოთ. მეტად გაიღიმეთ. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

თხის რქა
დღეს შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვილებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი რომანტიკული გრძნობების გამო სერიოზულ საკითხებზე მუშაობას ვერ შეძლებს.

მერწყული
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სახლში გადაადგილეთ ავეჯი. საყვარელ ადამიანზე ეჭვიანობის ნაცვლად, უმჯობესია მშვიდად დაელაპარაკოთ.

თევზები
კარგი დღეა პრეზენტაციისა და სიტყვით გამოსასვლელად. მთავარია, დამაჯერებლად ისაუბროთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები