ავტომობილი კინაღამ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა (ვიდეო)

 

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ რაიონში ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.
კადრებზე დაფიქსირებულია ბავშვი, რომელიც ქვეითად მოსიარულეთა მიწისზედა გადასასვლელზე, ე.წ. ზებრაზე გადადის. ამ დროს კი „ზებრას“ მაღალი სიჩქარით ავტომობილი უახლოვდება, რომელიც ლამისაა ბავშვს დაეჯახოს.
შეჯახების აცილება თავად ბავშვმა მოახერხა, იგი მანქანის მოახლოებისას, ბოლო მომენტში გაჩერდა. ავტომობილის მძღოლმა კი მანქანა მაშინ გააჩერა, როდესაც მან უკვე ბორბლებით „ზებრას“ გადაუარა,  თბილისში ამ მხრივ ძალზე რთული სიტუაციაა შექმნილი, ვინაიდან ფეხით მოსიარულეებს მიწისზედა გადასასვლელზე პრაქტიკულად არცერთი მძღოლი არ ატარებს, რაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები