ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის, „The beatles“-ის სოლისტმა პოლ მაკარტნიმ მსახიობობა გადაწყვიტა. მუსიკოსი ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე ნაწილში ( “Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales” ) ჯონი დეპთან ერთად ითამაშებს. ჯერჯერობით სცენარის დეტალები არ ხმაურდება და გაურკვეველია, ვის როლს შეასრულებს მაკარტნი. როგორც ფილმის რეჟისორებმა, ხოაკიმ რონინგმა და ესპენ სანდბერგმა გადაწყვიტეს, მაკარტნის ფილმში ეპიზოდური როლი ექნება.
„მუსიკოსი ერთ-ერთი კონკრეტული სცენის მთავარი შემადგენელი ნაწილია“,- ამბობს პროექტის სპიკერი, მაგრამ ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
„Dead Man Tell No Tales“ მეხუთე ფილმია “კარიბის ზღვის მეკობრეების” სერიაში, რომელშიც ჯონი დეპი – კვლავ კაპიტან ჯეკ ბეღურას, ჯეფრი რაში – ბარბოსას, ხავიერ ბარდემი კი კაპიტან სალაზარის როლებს შეასრულებენ. ფილმში ასევე ორლანდო ბლუმიც ბრუნდება. ლეგენდარული კინოს ახალი ნაწილი მსოფლიოს კინოეკრანებზე 2017 წლის 26 მაისს გამოვა.
Next Post
სხვა სიახლეები