საახალწლო სალათი ,,საათი“



ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 300 გრ,
კვერცხი – 5 ცალი,
ქლიავის ჩირი – 150 გრ,
ნიგოზი – 100 გრ,
ყველი – 100 გრ,
მაიონეზი – 1 შეკვრა,
მარილი – გემოვნებით,
სტაფილო – 1 ცალი – მოსართავად.
მომზადების წესი: ფილე მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ. ქლიავის ჩირი – წვრილად. ნიგოზი დავაბლენდეროთ. კვერცხი მოვხარშოთ, შემდეგ გული და ცილა გავაცალკეოთ. ყველი, კვერცხის ცილა და გული წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ავაწყოთ ფენებად: 1 ფენა: ფილე და მაიონეზი წავუსვათ. 2 ფენა: ქლიავი და მაიონეზი. 3 ფენა: გახეხილი ყველი და მაიონეზი. 4 ფენა: ნიგოზი, მაიონეზი. 5 ფენა: კვერცხის ცილა. ბოლოს საათის ციფერბლატი წვრილად დაჭრილი სტაფილოსგან გავაკეთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები