ინგრედიენტები:
რძე -1 ჭიქა,
ხსნადი ყავა – 3 ჩ/კ.
წყალი -1 ჭიქა,
შაქარი და დარიჩინი გემოვნებით.
მომზადების წესი: ყავა მოვადუღოთ. რძე გავაცხელოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ, შემდეგ შაქარი დავუმატოთ და დავაბლენდეროთ ისე, რომ აქაფდეს. ჭიქებში 2/3 ყავა ჩავასხათ, ზემოდან კი რძის ქაფი მოვასხათ. ბოლოს დარიჩინი მოვაყაროთ.