რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად

დღეს სიტყვა “სტერეოტიპს” ძალიან ხშირად იყენებენ. ძირითადად, თანხმდებიან იმაზე, რომ ქართველების აზროვნება გაჯერებულია სტერეოტიპებით, რომ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ. ყველა, ვისაც უნდა პროგრესულ მოაზროვნედ მიიჩნიონ, ხაზს უსვამს იმას, რომ სტერეოტიპულად არ აზროვნებს. მოკლედ ამ სიტყვას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხმარობენ. არადა სტერეოტიპსაც გააჩნია თავისი კარგი მხარეები. სტერეოტიპი – ესაა განზოგადებული წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის შესახებ, ძირითადად, პიროვნულ მახასიათებლებზე. სტერეოტიპი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შინაარსის. 12417939_1115150381863138_7649706800567158656_nმაგალითად, პოზიტიური შინაარსის მატარებელია: “გერმანელები არიან შრომისმოყვარეები.” ასევე არსებობს აუტო და ჰეტეროსტერეოტიპი, აუტოსტერეოტიპი ეხება საკუთარ ჯგუფს, ხოლოდ ჰეტერო – სხვა ჯგუფებს. ზოგჯერ აუტო და ჰეტეროსტერეოტიპები ემთხვევა ერთმანეთს. სტერეოტიპი შეიძლება გადაეცემოდეს თაობიდან თაობას ისე, რომ ადამიანს რეალურად შეხებაც არ ჰქონდეს მის ობიექტთან. სტერეოტიპის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ხელშემწყობია მედია და ასევე მცირეხნიანი და შეზღუდული კონტაქტი ამა თუ იმ ჯგუფთან. სქემა, რომელიც ჩანერგილია ადამიანის გონებაში, გავლენას ახდენს მის შემდგომ აზროვნებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი ხედავს სტერეოტიპის (რომელსაც ეთანხმება) საწინააღმდეგო ფაქტებს, მაინც ემხრობა მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ყურადღებას აქცევს და “სათვალავში” აგდებს იმ ინფოს, რომელიც მხარს უჭრეს მის წარმოდგენებს, იმ ინფოს კი, რომელიც არ შეესაბამება მის სტერეოტიპს, უგულებელყოფს. ეს საშუალებას აძლევს, შეაფასოს საკუთარი თეორიები როგორც სწორი (ადამიანს კი ყოველთვის აქვს სურვილი იყოს სწორი).
სტერეოტიპი შეიცავს საშიშროებას, რომ მის საფუძველზე ადამიანი განახორციელებს დისკრიმინაციულ ქცევას სხვა ჯგუფის მიმართ.
1. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ სტერეოტიპი შეიძლება იყოს სიმართლისშემცველი. თუკი ასეა, ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის სტერეოტიპი, ყურადსაღებია. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მონაწილეების ერთ ჯგუფს უჩვენეს ფოტოსურათი და უთხრეს ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანის სახელი და გვარი. მეორე ჯგუფს კი უთხრეს ადამიანის სახელი და გვარი და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის იყო კოლეჯის სტუდენტი. ორივე ჯგუფს სთხოვეს, დაეხასიათებინათ ეს ადამიანი. მეორე ჯგუფის  დახასიათება უფრო ზუსტი აღმოჩნდა. მათ უცნობ ადამიანზე ილაპარაკეს იმ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, რომლებიც, ზოგადად, კოლეჯის სტუდენტს ეხება.
2. სტერეოტიპი არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესის პროდუქტი. ესაა გარკვეული ტიპის სქემა, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში. ადამიანზე ყოველ წამს უამრავი სტიმული მოქმედებს, შეუძლებელია ყველა ამ სტიმულის დამუშავება. როდესაც გაქვს წინასწარ შემშავებული სქემა, ადვილად უმკლავდები ინფორმაციის სიმრავლეს. 12417859_1115150338529809_7488824090908012530_n
გავითვალისწინოთ, სტერეოტიპებმა უნდა ითამაშოს ორიენტირის როლი სხვა კულტურისა თუ ჯგუფის წამომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ პირველი შეხვედრისას უნდა ხდებოდეს. სხვა ჯგუფის წარმომადგენელთა უფრო კარგად გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ამ სტერეოტიპების სისწორე – და ამის შესაბამისად უგულებელვყოთ ან განვამტკიცოთ. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი სტერეოტიპები. მან უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს როგორც სწორი, ასევე მცდარი, რომ ნებისმიერი ჯგუფის შიგნით არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები.
ტრენინგზე ჩვენ ტრენერებმა ჩაგვიტარეს უბრალო გამოცდა, შევქმნიდით თუ არა სტერეოტიპებს. აღმოჩდა, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას ჩვენ ყველა ვაზროვნებდით სტერეოტიპულად. ტრენერებმა შეიტანეს ამავე დავალებაში ერთი აფრიკული ტომი (სინამდვილეში ეს ტომი არ არსებობს), რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ტომი მდებარეობს აფრიკაში, ჩვენ მივაწერეთ გაუნათლებელი ჯგუფის კატეგორიას. ასევე, ამ აფრიკული ტომის გარდა, მრავალი სტერეოტიპი შევქმენით. ტრენინგის შემდეგ მე ვცდილობ ,რომ სტერეოტიპულად აღარ ვიაზროვნო.
1. უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მის ადგილზე, ვისაც ვუქმნით ჩვენ სტერეოტიპებს და გავითვალისწინოთ ის, რასაც ჩვენ მოვიმოქმედებდით იგივე სიტუაციაში.
2. არ იქნება ცუდი აზრი, თუ შევქმნით სოციალურ ქსელებში სტერეოტიპების დასაძლევ ვებგვერდებს და გავაცნობთ მას ხალხს. შეიძლეაბ ხალხმა უფრო რეალურად დაიწყოს აზროვნება და არა სტერეოტიპულად.
3. ასევე, თუ ჩატარდება სხვადასხვა დაწესებულებაში სტერეოტიპების დაძლევის საკითხებზე ტრენინგები და გასაუბრებები.

მამუკა გიგანი

კომენტარები

სხვა სიახლეები