ამერიკელი მარი ხანტისთვის მიზნის მისაღწევად ხანდაზმულობა პრობლემა არ გამხდარა და მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა. მართალია 103 წლის ასაკში, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია და საშუალო სკოლა დაამთავრა,- ამის შესახებ ინფორმაციას FOX2now-ი ავრცელებს.
90 წლის წინ ის იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა, რომ თავის უმცროს 8 და-ძმაზე ეზრუნა.
როგორც მარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მთელი ცხოვრება მოსვენებას არ აძლევდა ის ფიქრი, რომ საშუალო განათლება მიღებული არ ჰქონდა.
„ეს არის ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მქონდა. გავიდა ასი წელი და მაინც გამომივიდა“,- განაცხადა ბედნიერმა სკოლადამთავრებულმა.
აღსანიშნავია, რომ მარიმ გამოსაშვები კლასის მოსწავლეების ყველა ტრადიცია დაიცვა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე სკოლადამთავრებული მოსწავლე შავი მანტოთი და აკადემიური ქუდით გამოცხადდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები