გამოთვალეთ 2016 წლის პერსონალური ნუმეროლოგიური პროგნოზი

 

ასტროლოგიური პროგნოზების პარალელურად, არსებობს წლის და პერიოდის ნუმეროლოგიური ანალიზიც. ამიტომ ამჯერად ჩვენს მკითხველს, უკვე 2016 წლის პერსონალური პროგნოზის გამოთვლას ვთავაზობთ. საიმისოდ, რომ 2016 წლის ნუმეროლოგიური კოდი გამოთვალოთ, ჯერ თქვენი პერსონალური ბედის ციფრია დასაანგარიშებელი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი კი ასეთია: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია. ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9, ანუ გამოდის, რომ ბედის ციფრი ამ შემთხვევაში 9 ყოფილა.
ახლა კი წლის ჯამური ციფრი გამოვიყვანოთ, რაკიღა 2016 წელია, მისი ჯამი ასე გამოითვლება: 2+1+0+6 =9 მიღებულ 9-იანს კი თქვენი ბედის რიცხვი უნდა დაუმატოთ, ანუ 9+9=18 დავშალოთ იგი ერთნიშნა რიცხვამდე, რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა 9-იანს. ზუსტად ეს გახლავთ თქვენი წლის ციფრი და იმის აღმნიშვნელი, თუ როგორი იქნება თქვენთვის ნუმეროლოგიური წელიწადი.
ახლა კი შედეგებს გაეცანით:
1. ახალი გამოწვევების, ცხოვრებისეული გზის და ფასეულობების ცვლის წელიწადია. თუკი ცხოვრებაში რაიმეს რადიკალურად შეცვლა გწადიათ, ეს წელი იდეალურია თქვენთვის.

2. იყავით ფრთხილად, ამ წელიწადმა შესაძლოა, მტკივნეული სასიყვარულო რომანი მოგიტანოთ და პარტნიორზე მიჯაჭვულობა დიდ პრობლემად გადაგექცევათ.

3. საუკეთესო წელია, თუკი თქვენ ხელოვანი ან კრეატივზე მომუშავე პერსონა ბრძანდებით. ამ წელს ყველა თქვენი ორიგინალური იდეა ასრულდება.

4. რთული წელია, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევა, შრომა და მოთმინება დაგჭირდებათ. ყველაფერი ის, რასაც სანახევროდ გააკეთებთ, შუა გზაზე ჩამოიშლება. მზად იყავით საქმეში მთელი სულისა და გულის ჩასადებად.

5. რისკებისა და თავგადასავლების წელია. საუკეთესო პერიოდია ბიზნესმენებისთვის ახალი ბიზნესკავშირების გასაბმელად.

6. კონფლიქტებით სავსე, საკმაოდ ემოციური წელიწადი გელით. სასურველია, არ აჰყვეთ აგრესიას და მაქსიმალურად გამოიჩინოთ დიპლომატია ადამიანებთან ურთიერთობაში.

7. დაოჯახების, ძველ მეგობრებთან ურთიერთობების აღდგენის წელია. თქვენს ცხოვრებაში, როგორც იქნა, დაისადგურებს სიმშვიდე და სტაბილურობა.

8. მატერიალური დოვლათის მოპოვების და ფინანსური წინსვლის წელია. თუმცა მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა და პრობლემები გადაღლის გამო. ამ წელს კარგი იქნება, დაგეგმოთ პროფილაქტიკური მკურნალობა და დასვენება.

9. ყველა პროცესის, საქმეების საბოლოოდ დაგვირგვინების წელია.
შეაჯამეთ საკუთარი განვლილი გზა, გაიაზრეთ შეცდომები. გათავისუფლდით არასაჭირო ადამიანებისა და სიტუაციებისგან. მომავალი წლიდან ცხოვრება სუფთა ფურცლით უნდა დაიწყოთ. ასე რომ, ამ წელს დრო “გენერალურ დალაგებას” დაუთმეთ.

წყარო:http://astrologi

 

კომენტარები

სხვა სიახლეები