მალე დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ახალგაზრდა კანი შეინარჩუნოთ – რჩევები ქართველ პაციენტებს საფრანგეთიდან

პლასტიკური ქირურგი საფრანგეთიდან ებაა საბრი, რომელიც საქართველოში, 2013 წლიდან, ოპერაციებს მოწვევით აკეთებს; ქართველ პაციენტებს, ფრანგული ტექნიკის გამოყენებით, სახის გაახალგაზრდავების „საიდუმლოს“ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში უხსნის.

სახის გაახალგაზრდავება

პაციენტებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ ახალგაზრდა კანი შეინარჩუნონ. ეს არის, დაახლოებით, 30 წლის ასაკი, თუმცა გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ, პაციენტი როდესაც მიხვდება, რომ საჭიროებს სახის გაახალგაზრდავებას, სახლის პირობებშიც შეუძლია მოუაროს სახის კანს. ნაკლებად მოწიოს სიგარეტი, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებით ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია პილინგის გაკეთება. ახალგაზრდა პაციენტებს, შესაძლოა, ბლეფაროპლასტიკა დასჭირდეთ, რაც ქვედა ქუთუთოების მკურნალობას ნიშნავს. ანუ მუქი ცხიმების შეცვლა მუცლიდან გადმოტანილი სპეციალური ტექნიკით დამუშავებული ცხიმით, რის შედეგადაც გადატანილია ღეროვანი უჯრედები, ასევე შესაძლებელია ამ ტექნიკის გამოყენება სახის სხვა უბნებზე და ამ ტექნიკას „Nanofat Grafting“ ეწოდება. ადრეულ ასაკში შესაძლოა, გაკეთდეს პატარა ასპირაციები, რითაც ახალგაზრდა იერსახის შესანარჩუნებლად შეგვიძლია პრევენცია მოვახდინოთ.

ლიფტინგი
ლიფტინგი გარკვეულ ასაკსმიღწეული პაციენტებისთვისაა და ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. აქედან გამომდინარე, ლიფტინგის ტექნიკაც ინდივიდუალურია. შეიძლება, ის იყოს ძალიან მსუბუქი და მარტივი გასაკეთებელი. პაციენტის კანიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას სჭირდებოდეს ორმაგი ტექნიკის გამოყენება. შესაძლოა, პაციენტს აუცილებლად დასჭირდეს ლიფტინგი და ცხიმების გადატანა სახეზე, რადგან, ასაკთან ერთად, პაციენტი ცხიმს კარგავს და ხშირ შემთხვევაში, სჭირდება კონბინირებული ლიფტინგი. რაც შეეხება კისრის ლიფტინგს, ის მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კეთდება, ეს არის ტექნიკა, რომელიც მხოლოდ კისრის ლიფტინგს გულისმხობს, ნიკაპის ქვემოთ გაჭრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკაა. „ქართველ პაციენტებს, ძირითადად, სითამამე აკლიათ, როდესაც ახალი ტექნიკის გამოყენებაზეა საუბარი“. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, პაციენტს ეშინია ლიფტინგის. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული. ვურჩევ მათ, ნაკლებად ენდონ ინტერნეტში მოძიებულ საერთო ინფორმაციას პლასტიკური ქირურგიის შესახებ, რაც, ზოგჯერ, არასწორია. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევს შიშს. პაციენტი შიშის გამო არ იკეთებს ოპერაციას და სხვა პროცედურებს მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, გართულებებს ვხვდებით, რადგან სხვადასხვა ტიპის ჩარევა ხდება.
რაც შეეხება ცხიმებიდან ღეროვანი უჯრედების გამოყვანას და სახეზე გადატანას, საბოლოო შედეგს პაციენტი 6 თვის მერე მიიღებს, რადგან ღეროვანი უჯრედები მოქმედებას 4 თვის შემდეგ იწყებს.

დუნდულების ოპერაცია
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დუნდულების ოპერაცია, რომელიც საფრანგეთში ძალიან მოთხოვნადია. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ძალიან ბევრი ოპერაცია კეთდება; თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ამაზე მოთხოვნა ნაკლებია. ისევე როგორც მკერდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტისთვის, ასევეა დუნდულებიც. ზოგჯერ, გვხვდება პაციენტი, რომელსაც ძალიან პატარა დუნდულები აქვს და მნიშვნელოვანია, მისთვის შესაბამისი პროცედურების ჩატარება. მაგალითად, დუნდულების გადიდებისთვის მარტივი პროცედურები არსებობს. კერძოდ, პირველი პროცედურა, ეს არის მაკროლანით გადიდება, აღნიშნული პროდუქცია შედის სხეულის ამ ნაწილში, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგის მიღება შესაძლოა, ერთი წელი, ან წელიწად-ნახევარი გაგრძელდეს. შემდეგი პროცედურა არის ცხიმების გადატანა. სხეულის სხვა ადგილებიდან ვიღებთ ცხიმებს და გადაგვაქვს დუნდულებში, რითაც ხდება მისი გადიდება. ამ პროცედურის დადებითი თვისება იმაში გამოიხატება, რომ ერთი პროცედურით, ერთდროულად, ორი შედეგის მიღება ხდება. ანუ, ფაქტობრივად, ლიპოსაქციის ჩატარებაც ხდება, როდესაც ორგანიზმიდან ცხიმის მოცილება მიმდინარეობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს საკმარისი ცხიმი არ აქვს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება – როგორ შეიძლება მისი დუნდულების გადიდება – ცხიმით, მაკროლანით თუ იმპლანტით, რაც არის მესამე ოფცია, როდესაც პაციენტს არ აქვს საშუალება, რომ ცხიმის საშუალებით განახორციელოს აღნიშნული პროცედურა. როგორც არსებობს მკერდის იმპლანტები, ასევე არსებობს დუნდულების იმპლანტები. ეს არის ქირურგიული ოპერაცია. იმპლანტი ორგანიზმში მთელი ცხოვრების განმავლობაში უპრობლემოდ რჩება.
ზოგჯერ, არის ისეთი პრობლემა, როდესაც დუნდულები ფტოზს განიცდის, როგორც ეს მკერდის შემთხვევაშიც ხდება. ასეთ დროს, ჩვენ ვაკეთებთ „ლიფტინგს“, ანუ შეგვიძლია გადავიტანოთ ცხიმები, თუ ამის სურვილი იქნება ან არ გადავიტანოთ ცხიმები და მხოლოდ „ლიფტინგი“, ანუ აწევა გაკეთდეს. სურვილისამებრ, შესაძლოა, იმპლანტითაც მოხდეს შევსება. ზოგჯერ, იმპლანტის და ცხიმის კომბინაციასაც ვაკეთებთ. ანუ, შესაძლოა, რომ იმპლანტის ჩადგმა და შევსება ცხიმით გაკეთდეს.
როდესაც პაციენტი ძალიან გამხდარია, ბუნებრივი ეფექტის მისაღებად, აუცილებელია იმპლანტთან ერთად ცხიმითაც მოხდეს შევსება, ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ნატურალური შედეგი მივიღოთ. საერთოდ, ფრანგული ტექნიკის მთავარი მიღწევაა, რომ ბუნებრივი შედეგი მივიღოთ. ამით გამოირჩევა ფრანგული ტექნიკა.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები