რას ვერ იტანენ ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მართალია ერთი შეხედვით უზომოდ თავდაჯერებული და ხისტი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ქალი ვერძი ძალიან ემოციური, ამაყი და თავმოყვარეა. მისი სისუსტე პროფესიული კუთხით ვლინდება. ამიტომ ნურასოდეს ეტყვით რომ სხვა მასზე უკეთ აკეთებს რამეს. ზოგადად, ნურასოდეს შეადარებთ სხვას. ამის გამო შესაძლოა მან სამუდამო მტრობაც კი გამოგიცხადოთ.
კურო ქალი კურო მშვიდი, გაწონასწორებული და აუღელვებელი არსებაა. თუმცა მასაც აქვს გარკვეული სისუსტეები. ყველაზე დიდი სისუსტე კურო ქალისთვის, მისი საკუთრების ხელყოფაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს „საკუთრება“ რაიმე ნივთია, მანქანა თუ ადამიანი. კუროს დევიზი შემდგომში მდგომარეობს „რაც ჩემია, ჩემი უნდა ერქვას და ჩემთან უნდა იყოს“.
ტყუპი ტყუპები ცვალებადი, მოლაპარაკე და კომუნიკაციური ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის გაბრაზება საკმაოდ მარტივი საქმეა, თუმცა განსაკუთრებულად თუ გინადთ „გულში დაჭრათ“ უთხარით რომ ინფორმაცია, რომელიც მან თქვენ ცოტა ხნის წინ „სრულიად საიდუმლოდ” გაგანდოთ და თავად მისი ფლობის „ექსკლუზიური უფლებით“ სარგებლობს, უკვე ორი კვირაა იცით და ეს თემა თქვენთვის თავიდან ბოლომდე გადაღეჭილია.
კირჩხიბი კირჩხიბი ქალის განაწყენება, მისი გულის მოგებაზე ათასჯერ უფრო მარტივი საქმეა. ქალი კირჩხიბები, ყველაზე ემოციური და გულსათუთი არსებები არიან ამ ქვეყანაზე. თუმცაღა არსებობს განსაკუთრებით მტკივნეული წერტილებიც რომელთან შეხებასაც, კირჩხიბი არავის პატიობს. მათგან უმთავრესი მისი ოჯახის წევრებზე ქილიკი და დაცინვაა. თუ გინდათ ქალი კირჩხიბი დიდი ხნით გადაიმტეროთ, ხშირად იხუმრეთ მის დედაზე ან მოყევით ანეგდოტები სიდედრებზე.
ლომი ლომი ქალი განსაკუთრებულად ამაყი და თავმომწონე ტიპაჟია. მისი ამბიციები როგორც წესი ყველაფერი საუკეთესოს ქონა-ყოლას ითვალისწინებას. იაფფასიანი ნივთებით და ხალხით ის არ იხიბლება. აქედან გამომდინარე, თუ გსურთ ქალი ლომი აღაშფოთოთ, დაანახეთ რომ მისთვის განკუთვნილ საჩუქარზე მონდომებით აკეთებთ ეკონომიას. მერწმუნეთ, საკუთარი პერსონის ამგვარ უპატივცემულობას იგი არასოდეს გაპატიებთ.
ქალწული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, ბუნებით მეწვრილმანეები და უზომოდ დაკვირვებულები არიან. ქალწული ოსტატურად ამჩნევს სხვებში დაფარულ ნაკლოვანებებს, თუმცა საკუთარი ნაკლიც საკმარისზე მეტი გააჩნია. ამიტომ მათზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება იგი ძალიან გააღიზიანოს. ამას გარდა განსაკუთრებული სუსტი წერტილი ქალწული ქალის წყობიდან გამოსაყვანად, არის პარტნიორის ფეთხუმობა და არაჰიგიენურობა.
სასწორი სასწორი ქალები ბუნებით ესეთეტები და ჰარმონიის მოყვარულები არიან. მათი დიდი ნაწილი აღმერთებს ლამაზ სამკაულებს და მოდურად ჩაცმა-დახურვას. ამასთან ერთად მის სახეს თითქმის არასოდეს შორდება მომხიბვლელი და თავაზიანი ღიმილი, თუმცა თუკი თქვენ საუბარში ვულგარულ სლენგს გამოურევთ, იუხეშებთ და ზომაზე მეტად ხმაურიანი იქნებით, დამიჯერეთ სასწორის სახიდან, თქვენსკენ მომართული ღიმილი სამუდამოდ გაქრება.
მორიელი მორიელი ქალი ბუნებით ექსპანსიური, ვნებიანი და ძლიერი სულის ინდივიდია. მას კარგად ეხერხება საკუთარი ემოციების ფლობა საზოგადოებაში ყოფნის დროს. ამიტომ მისი წონასწორობიდან გამოყვანა სახალხოდ ცოტა რთული საქმეა. თუმცა თუკი თქვენ ზურგსუკან ჩადენილ მუხანათობაში და ინტრიგების ხლართვაში გამოგიჭირათ, მერწმუნეთ იგი ემოციების გამოხატვას ასეთ სიტუაციაშიც არ მოერიდება.
მშვილდოსანი ქალი მშვილდოსანი ისევე როგორც ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენელი – ვერძი და ლომი, საკმაოდ ფეთქებადი და ფიცხი ინდივიდია. ამიტომ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად მას საკუთარი თავისუფლების და სიამაყის ხელყოფა აღიზიანებს ვინმეს მხრიდან. შესაბამისად თუკი თქვენ ქალ მშვილდოსანს ზედმეტი პასუხისმგებლობებით და მოვალეობებით შეავიწროვებთ, ომი მისი მხრიდან გარდაუვალი იქნება.
თხის რქა ქალი თხის რქა ბუნებით კარიერისტი, ამბიციური და გაწონასწორებული ქალია. თუმცაღა სუსტი წერტილები თხის რქებსაც ბლომად გააჩნიათ ხასიათში. ყველაზე მწარედ ამ ქალზე, მის პროფესიულ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა მოქმედებს. ამას გარდა, იგი ვერ იტანს უმადურობას და დაუნახავობას.
მერწყული ქალი მერწყული ერთობ უკონფლიქტო და მეგობრული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. თეორიულად მართლაც ასეა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვინმე მერწყულს თავისუფლებას შეუზღუდავს და აიძულებს, საზოგადოებაში მიღებულ აფსურდულ ნორმებს დაემორჩილოს, იგი სინდისის ქენჯნის გარეშე მოიშორებს თავიდან აბეზარს. თუმცაღა მერწყულის უკონფლიქტო ბუნების არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ეს ქალი იშვიათად გამოხატავს უკმაყოფილებას ხმამაღალი კამათით ან დებოშით. მაგრამ რამხელა ზეწოლაც არ უნდა განიცადოს, მაინც გააკეთებს იმას რაც თავად სურს.
თევზები თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, ემოციურები და უზომოდ სენსიტიურები არიან. მათთვის გულისტკენა ძალზე მარტივი საქმეა, თუმცა თევზებს დანარჩენ ზოდიაქოებს შორის ყველაზე დიდი დოზით გააჩნიათ პატიების უნარი. მაგრამ ამ ქალის მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი, ამიტომ თუ თქვენ მის სიზმრებს, ასტროლოგია-მედიტაციით გატაცებას და რწმენის საკითხებს სასაცილოდ აიგდებთ, შესაძლოა ცხოვრებაში აღარასოდეს მოისურვოს თქვენთან ურთიერთობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები