ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა.
მაიმუნი(მამრ) (28 დეკემბერი-10 იანვრი)
ეს ადამიანები ერთდროულად არიან შეუპოვრები და ჭირვეულები, დისციპლინირებული და მოუხელთებელები, უნარი აქვთ კარდინალურად შეცვალონ არა მარტო თავიანთი აზრი, არამედ პიროვნული თვისებებიც კი. მათ მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ და მრავალმხრივი ნიჭი, მათი რთული პიროვნება მუდმივ განვითარებაში იმყოფება, რამაც მათი გარშემომყოფები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს… ისინი საკუთარი აზრების გამტანი არიან, მაგრამ ხშირად იცვლიან თავიანთ აზრებს. მათთვის აუცილებელია მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შეგრძნებები. ეს მოთხოვნილება ცვლილებებისადმი არ უნდა რჩებოდეს საიდუმლოდ პარტნიორისთვის, რომელსაც მოუწევს მასთან ყველაფერში შეხმატკბილებული ყოფნა.
მანგუსტი (11იანვარი – 23 იანვარი)
ისინი თავიდან ფეხებამდე იდეალისტები არიან, და მზად არ არიან მიიღონ რეალობა ისეთი, როგორიც ის არის. ძალიან უჭირთ იცხოვრონ სხვასთან, და ხანდახან საკუთარ თავთანაც კი. ინდურ ზოდიაქოში მხოლოდ მანგუსტს არ ჰყავს წყვილი. შეიძლება მას მართლაც არავინ ჭირდება? ყოველ შემთხვევაში პარტნიორს მოუწევს გაითვალისწინოს მისი დამოუკიდებლობა, მისი მაღალი სულიერი მოთხოვნილებები, განმარტოების სურვილი. ტრადიციული ურთიერთობა მისთვის მიუღებელია. საქმიანი, ჩქარი, დაუღალავი, მხიარული მანგუსტი ყოველთვის ცხოვრობს თავისი საკუთარი წესებით. ის მაღალი სულიერების მქონე ქმნილებაა, ძალიან რთული მოთხოვნილებებით სიყვარულში. ხშირად მისი აზრები კონცენტრირებულია სექსიდან განყენებულ მატერიებზე.
მაიმუნი(მდედრ) (24 იანვარი-5 თებერვალი)
გესლიანად მოლაპარაკე, ჭკვიანი, ხანდახან გენიალური მდედრი – მაიმუნი ილუზიების ფარდის მიღმა ჭვრეტს ჭეშმარიტებას. შეუძლია ჩაწვდეს მდუმარების არსს და ყოველთვის მიისწრაფვის დასახმარებლად. ისინი წევრიანდებიან ასოციაციებში, კომუნებში, სხვადასხვა მოძრაობებში და იცავენ ადამიანის უფლებებს, ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფთ. მათი გარეგნული გულცივობის უკან იმალება მგრძნობიარე და სენტიმენტალური გული, მაგრამ ისინი კარგად ინიღბებიან და ძალიან უჭირთ ღრმა გრძნობების გამოხატვა.
ლომი(მდედრ) (6თებერვალი – 18თებერვალი)
ისინი იზიდავენ რა თავისკენ სხვებს, მაინც ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას. თუ მათი პარტნიორი მათი ერთგული არ არის ისინი უხდიან სამაგიეროს, და თამაშობენ მათთან თანასწორი უფლებებით. ისინი მზად არიან ბევრი მოითბინონ, ძალინ მომთხოვნები არიან, მაგრამ თავის ვალდებულებებზეც უარს არ ამბობენ.
ცხენი (მდედრ.) (19 თებერვალი – 3 მარტი)
ისინი გულჩათხრობილნი არიან. ხანდახან ზომაზე მეტად, მკაცრად მისდევენ საკუთარ პრინციპებს. ხშირად არ ყოფნით რწმენა და ძალა. ზოგჯერ უკმაკოფილოები არიან თავიანთი მიღწევებით იმიტომ, რომ თვითონ უქმნიან საკუთარ თავს წინაღობებს. ისინი ნერვიულობენ, შეწუხებულები არიან, ეძებენ პასუხს კითხვებზე, მაგრამ ამავე დროს არიან შეუძლებლის შემძლებლები.
ლომი(მამრ.) (4 მარტი – 16 მარტი)
ეს არის მიწიერი, უარყოფითი ვარსკვლავი. ითარგმნება როგორც “მწველი წყვილი”, “ბედნიერი წინაპრები” და მიუთითებს ვნებიან, იმპულსურ ადამიანებზე, რომლებსაც მერყევი ჭკუა აქვთ. ის იმართება იუპიტერით და ამიტომ შეესაბამება მათ, რომლებიც ინანიებენ ცოდვებსა და შეცდომებს. ის მიუთითებს ბრამინების ფენას, ინტელექტუალების კასტას. ვნებიანი მებრძოლი, რომელიც ებრძვის ცრურწმენებსა და ჩაგვრას. ისინი არიან კეთილმოსურნე ადამიანები და მზად არიან მთელი ძალღონით დაეხმარონ სხვებს. ისინი არ იშურებენ არც დროს და არც ფულს საერთო საქმისთვის. ამასთან არასახარბიელო მართველები არიან და საკმაოდ უდარდელად ეკიდებიან საკუთარ ფინანსებს.
ძროხა (17 მარტი – 30 მარტი)
ძროხა – მარჩენალია ყველასთვის გამონაკლისის გარეშე. სიყვარულში ისინი ერთდროულად მგრძნობიარე და მეოცნებენი არიან. ეძებენ იდეალურ ურთიერთობებს, მაგრამ შეუძლიათ მარტო ცხოვრებაც, ისინი არიან მოსიყვარულე და მგრძნობიარენი, მათთვის მთავარია სულიერი ღირებულებები, ვიდრე ვნება და ჟინი, ამის გამო ისინი ხანდახან მზად არიან შეზღუდვები დაუწესონ საკუთარ თავს სიყვარულში, მდიდარი სულიერი ცხოვრების გამო.
სპილო(მდედრ) (31 მარტი- 12 აპრილი)
ი ჰგავს მწყემსს, რომელიც ზრუნავს თავის ფარაზე, რომელსაც ეველება მათი კვება და დაცვა. კეთილმოსურნე, მომთმენი, წყნარი და ყურადღებიანი სპილო ყველაზე დიდსულოვანი, ბევრი კეთილი საქმის გამკეთებელი და მამაცია. შინაგანი სილამაზე და სულის სიფაქიზე მას სხვებისგანგამოარჩევს. ყოველთვის მზადაა თავის გასაწირად. ის არ არის დარწმუნებული თავის თავში, ამიტომ კმაყოფილდება მეორე როლით ან ითქვიფება თავის ახლობლებში. სიყვარულში მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც გაუგებს რამდენადაც მისთვის აუცილებელია გამხნევება და დახმარება გაუწიონ სულიერი ცხოვრებისკენ მის მისწრაფებას.
ცხენი(მამრ) (13 აპრილი – 26 აპრილი)
ის იძლევა მოძრაობის მოთხოვნილებას. ამ ვარსკვლავთანაა დაკავშირებული ისეთი ცნებები, როგორიცაა მაგ.: დილის მზის სხივი, საოცრებები, ბედნიერება, ეტლები და ოთხთვალები. პირადული მომხიბვლელობის, ელეგანტურობის, სამკაულების სიყვრულისა და პოპულარობის მაჩვენებელია. იძლევა გაგების ნიჭს.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გადაშლილი წიგნია, მგრძნობიარე და გულღიაა. ეძებს წარმატებასა და საყოველთაო აღიარებას. სიახლისადმი მისწრაფება მათი მოქმედებების მთავარი მოტივაციაა. მათ უყვართ მოძრაობა, აზრების გაცვლა და მოქმედება. ხოლო მკაფიო მიზნის არ არსებობა მათ ასუსტებს.
სპილო(მამრ) (27 აპრილი – 10 მაისი)
მისი გავლენა – შემაკავებელია, შემზღუდველია და აძლევს ადამიანებს რაიმეს დაფარვის, დამალვის, ჩაკეტვის უნარს. მასთან დაკავშირებულია ბრძოლის იდეები და ტანჯვა, ასევე წარმატება ცხოვრებაში, დედობრივი სიყვარული, გამარჯვება ავადმყოფობაზე, სამუშაოზე დამკვიდრება. ის მიუთითებს მატერიალურ საგნებზე მიჯაჭვულ ადამიანებზე ან მუშათა კლასს.
ისინი არიან ამბიციურები, ინდივიდუალურები, თანახმა არიან აიღონ თავის თავზე ყველაზე მძიმე სამუშაო. ამავე დროს, მათ უყვართ სიმდიდრე და საჭმელი. ვნება, მოდა, არომატი, სილამაზე და სხვა საცდურები.
ცხვარი(მდედრ) (11 მაისი – 24 მაისი)
ის ანიჭებს ფიზიკურ, შემოქმედებით ძალებს ან დიდების მისაღწევ ენერგიას. ის სხეულს ან გონებას ანიჭებს მხურვალებას, მგზნებარებას. დაკავშირებულია პირად ცხოვრების ცვალებადობასთან. ეს სახლი მართავს ინტელექტუალების კასტას.
ეს ადამიანები მერყეობენ სიმამაცესა და შიშს, აღმშენებლობასა და დანგრევას, სიწყნარესა და გაცეცხლებას შორის, პურიტანობასა და ემოციის ღიად გამოხატვას შორის, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარი და ადვილად უმკლავდებიან რთულ საქმეებს.
გველი(მამრ) (25 მაისი – 7 ივნისი)
ეს ადამიანები არიან მგრძნობიარეები, ცვალებადები, ადვილად ნაწყენდებიან და გარეგნულ გულგრილობის ქვეშ მალავენ მთრთოლვარე გულს, როგორც შემომქმედ პიროვნებებს და სილამაზის ნატიფ დამფასებლებს, მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ “შევიწროებულ მდგომარეობაში”.
მათ სჭირდებათ ფუფუნება და ინტელექტუალური საზოგადოება, თუ არადა წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყენილობა მოკლავთ.
გველი(მდედრ) (8 ივნისი -20 ივნისი)
ეს პაწაწინა ნაზი ვარსკვლავი შეესაბამება კეთილ, მშიდობიან, ფაქიზ, მაგრამ ირონიულ ადამიანს. ისინი არიან გაბედულები, აქტიურები, უყვართ თავგადასავალი და დაბადებული არიან ხელმძღვანელად, ამიტომ ძალიან უყვართ ძალეუფლების გამოვლენა და ავტორიტეტის დემონსტრაცია.
ისინი ცხარე მოკამათეები არიან და სჭირდებათ თავისი გონებრივი შესაძლებლობების მუდმივი სტიმული, ხოლო მოქმედებისთვის ახალი სივრცე. ისინი ყოველთვის იცავენ თავს, ძალიან მგრძნობიარეები არიან კრიტიკის მიმართ. მათ გაწაფული აგრესიულობისკენ მიდრეკილი გონება აქვთ.
ძაღლი(მდედრ) (21 ივნისი – 4 ივლისი)
მათ გამჭრიახი და ანალიტიკური გონება აქვთ. ხანდახან მათ ადანაშაულებენ ავტორიტარულობაში. მაგრამ ისინი უბრალოდ იდეალისტები არიან. მათ სურთ მიაღწიონ თავისი ოცნების ასრულებას, მოახდინონ თავისი მისწრაფებების რეალიზაცია. ისინი ხალხში იწვევენ სიმპატიას. ყოველთვის გარშემორტყმულები არიან მეგობრებით. შეუძლიათ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და ფლობენ მანევრირების ხელოვნებას. მათ ხიბლავთ ძალაუფლება და დაუოკებელად მისწრაფიან მისკენ.
კატა(მდედრ) (5 ივლისი -18 ივლისი)
თავისი სინაზისა და კეთილმოსურნეობის წყალობით, ისინი უბრალოდ შექმნილები არიან იმისთვის, რომ გზაზე დააყენონ ადამიანები, მოიპოვონ მათი ნდობა და უყვარდეთ, როგორც დედას უყვარს თავისი შვილები. რისკიან საქმეს ხელსარ ჰკიდებენ. მკაფიო მიზნის გარეშე მათ საკუთარი თავის რწმენა აკლიათ.
მათთვის მთავარია ხალხით გარშემორტყმულნი იყვნენ. მიეკუთვნებოდნენ ჯგუფს, კლანს. მათი გრძნობები კონტროლდება გონებით. ისინი ერთდროულად მიჯაჭვულიც არიან და განზე განმდგარიც. მათ გარს ახვევიათ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ მათი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ისინი ბედნიერები არიან, მხოლოდ მაშინ, როცა უყვართ ერთადერთი ადამიანი. ისინი დამოუკიდებელნი არიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე ცდილობს მათ გაკონტროლებას.
ცხვარი(მამრ) (19 ივლისი – 1 აგვისტო)
ადამიანები დაბადებული ამ ვარსკვლავის ქვეშ, ყვავიან და შეუძლიათ უზრუნველყონ მრავალი სხვა ადამიანიც. ჩვეულებრივ ისინი კარგი აგებულების ან სრულები არიან. მათ შეუძლიათ კარგი დარიგების მიცემა.
ეს არის ჭკვიანი ადამიანი და შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც დაჯილდოებულია მდიდარი წარმოსახვის უნარით. ისინი ისწრაფვიან, რომ რაც შეიძლება გულმოდგინედ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები საკუთარი თავის, ოჯახისა და მთელი სამყაროსადმი. ამიტომ ის ნაწილობრივად გადატვირთულია (ცოტა უკლია გათიშვამდე) სხვადასხვა სახის დავალებებით და პასუხსაგები ამოცანებით. ჰარმონიული განვითარებისათვის მათთვის საჭიროა განსაკუთრებული სამყარო და წყნარი სულიერი სიმშვიდე.
კატა(მამრ) (2 აგვისტო – 15 აგვისტო)
ასეთი ადამიანი ტაქტის გრძნობას მოკლებულია, რომელიც ამავე დროს შეიძლება მთლიანად ჩაფლული იყოს განათლების სფეროში. ისინი ძალიან მკაცრები არიან და ავლენენ ასკეტურ თვისებებს. აშლეშას შეუძლია ადამიანს მოუტანოს ტკივილი, მაგრამ აძლევს მათ შეუცნობადონისკენ მისწრაფების უნარს. ასეთი ადამიანები მერყეობენ ცოდნასა და უმეცრებას, სიკეთესა და ბოროტებას, სიბრძნესა და საშიშროებას შორის. მათ აქვთ იუმორის გრძნობა. ადამიანებზე მოქმედებენ ჰიპნოზური ძალაუფლებით, აქვთ საგნების განჭვრეტის უნარი.
ისინი ინტელექტუალურად აქტიურები არიან. ხოლო მონუსხვის უნარის წყალობით ადვილად იღებენ ყველაფერს, რასაც ისურვებენ, ისინი არიან დამოუკიდებლები და არ არიან შექმნილნი ოჯახური ცხოვრებისათვის.
ვირთხა(მამრ) (16 აგვისტო – 29 აგვისტო)
ისინი კონსერვატორები არიან, ტრადიციული ღირებულებების დამცველი, ზოგჯერ ჯიუტი ან თაცხედიც კი, მათთვის აუცილებელია მართვა, ძალაუფლების ქონა, მატერიალურადაც და სოციალურადაც აუცილებელია მიაღწიოს წარმატებებს. მათი ფიქრები უფრო ხშირად რაიმეს შეძენისკენ არის მიმართული. ამასთან რანაირიც არ უნდა იყოს მათი მიღწევები, ისინი მაინც უკმაყოფილოები რჩებიან.
ვირთხა(მდედრ) (30 აგვისტო -12 სექტემბერი)
ამ ნიშნის ადამიანები მშვიდები და რაციონალურები არიან. იმისთვის, რომ შექმნან შესაფერისი მატერიალური ბაზა ისინი შეუპოვრად მუშაობენ, ვინაიდან მათთვის აუცილებელია კეთილმოწყობილი ცხოვრება, ფული, ავტორიტეტი და ძალაუფლება.
ისინი ძალიან მიჯაჭვულები არიან ოჯახურ კერას და თავიანთ საახლობლო წრეს, ასე რომ მათთვის მთავარი მიზანი ოჯახური სიმყუდროვის შექმნაა. სიყვარულში მათთვის აუცილებელია ხანგრძლივი ვალდებულებები და საერთო მიზნები, რომლებიც ეხმარებათ ოჯახის შექმნაში. მათ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავიათ შვილებს, რომელთა სიყვარულის გამო მათ ბევრის გაღება შეუძლიათ.
ხარი (13 სექტემბერი – 25 სექტემბერი)
მისი სახელწოდება ითარგმნება ასევე, როგორც “მფარველის ვარსკვლავი”, რაც მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, დაეხმაროს მეგობარს და განკურნოს კიდეც. ისინი დიდსულოვანნი, მეგობრულები, გულუხვები არიან, ხანდახან არ აქვთ მკაფიო მიზანი და არ ყოფნით საკუთარი თავის რწმენა.
ისინი გარეგნულ სიმშვიდეში ხშირად მალავენ სტრესს და ცუდად იტანენ მკვეთრ ცვლილებებს. მათთვის აუცილებელია ზუსტი განრიგი, რეგულარობა, თანადგომა. ისინი მყარად დგანან მიწაზე ეძებენ საიმედო პარტნიორს, სტაბილურ ოჯახს, რომელშიც იგულისხმება გონივრული სასიყვარულო ვნება და არ გამორიცხავენ ისეთ კავშირს, რომელიც გახდის მათ ცხოვრებას ადვილს და მოსახერხებელს.
კამეჩი(მდედრ) (26 სექტემბერი- 9 ოქტომბერი)
ის მიუთითებს სუფთა, უმანკო ადამიანზე და ძალაუფლებასთან, კონტროლთან დაკავშირებულ მოქმედებაზე, ასევე მკურნალის უნარზე, უმეცრების აღმოფხვრასა და შემოქმედებითობაზე. ჰასტა დაკავშირებულია ყვავის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთან, რომელიც არის სასიამოვნო, მხიარული ხასიათის მიმცემი ნათელი ვარსკვლავი. ის გავლენას ახდენს ვაჭართა კასტაზე. ამ ადამიანების განწყობილება ხშირად იცვლება. გარეგან სიმშვიდესა და რაციონალიზმის ქვეშ იმალება შინაგანი სიცარიელე – ისინი შიგნით გამუდმებით გრძნობენ ვაკუუმს და არ შეუძლიათ ამასთან შეგუება.
მათ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ესწრაფვიან წარმატების მიღწევას, იყენებენ ნებისმიერ შანსს და საჭირო ადამიანების დახმარებას. ისინი არიან ერთდროულად ეგოისტებიც და დიდსულოვნებიც, მიმდობნი და ადვილად ტკენენ გულს. მათი სასიყვარულო კავშირები მრავლდება ყოველდღიურად, გამოირჩევიან მრავალფეროვნებით და არასტაბილურობით.
ვეფხვი(მდედრ) (10 ოქტომბერი- 22 ოქტომბერი)
ის ადამიანს ანიჭებს მსახიობურ ნიჭს ან საქმეების ფაქიზად მოგვარების უნარს. ასეთი ადამიანი არის ამბიციური, სულგრძელი და შემოქმედებითი უნარის მქონე, პირისპირ ხვდება მოწინააღმდეგეს და არ უჩვენებს თავის სუსტ მხარეებს. მას ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ ადვილად გამოდის წყობილებიდან. ის არის გულღია და ექსცენტრიული, უყვარს მოდა, დღესასწაულები, ფუფუნება, სილამაზე, აზარტი, ეძებს მძაფრ შეგრძნებებს.
კამეჩი(მამრ) (23 ოქტომბერი – 5 ნოემბერი)