დუბაი მსოფლიოსთვის ცნობილია ორი რამით: ექსცენტრიულობითა და უზომო ფუფუნებით. ჯერ კიდევ 30 წლის წინანდელ ამ ადგილას მდებარე თავზსაჭერი სოფელი, მოკლე დროის მანძილზე განმაცვიფრებელ მეგაპოლისად გარდაიქმნა. ის ერთ-ერთია არაბთა გაერთიანებული 7 საემიროდან. ის არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო, ასევე, ტერიტორიის მიხედვით, მეორე უდიდესი საამარო აბუ-დაბის შემდეგ. დუბაი სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თავად ქალაქი, საამიროს ჩრდილოეთ სანაპიროზეა განლაგებული. ის მსოფლიოს წინაშე წარსდგა, როგორც გლობალური ქალაქი და ბიზნეს ცენტრი სპარსეთის ყურის რეგიონში.
დუბაიმ მსოფლიოს ყურადღება ინოვაციური პროექტით – დიდი კონსტრუქციებითა თუ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით მიიზიდა. ეს ქალაქი გახდა სიმბოლური თავისი ცათამბჯენებითა და მაღალსართულიანი შენობებით, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე მაღლი შენობით – ბურჯ-ხალიფათი. ახლო აღმოსავლეთში ის დღემდე ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად.
სიტყვა დუბაის წარმოწობის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით, სიტყვა დუბაი გამოიყებონებოდა ღია ბაზრის აღსაღნიშნად. სხვა თეორიის მიხედვით, სახელი მომდინარეობს სიტყვა „ფულის“ მნიშვნელობიდან, რადგან დუბაის მაცხოვრებლები წარმატებული სავაჭრო ადგილმდებარეობის გამო ყოველთვის მდიდარ ადამიანებად ითვლებოდნენ. ერთ არაბულ ანდაზაში ვხვდებით სიტყვა „დაბა დუბაის“ ( دبا دبي), რაც იმას ნიშნავს, რომ “ისინი მოვიდნენ ბევრი ფულით”.
პირველი ჩანაწერები, რომელშიც დუბაი მოიხსენიება, გვხვდება 1095 წელს არაბი ანდალუსიანელი გეოგრაფის, აბდულა აბუ ალ-ბაქრის გეოგრაფიის წიგნში, 1580 წელს ამ ადგილს მარგალიტებით მოვაჭრე ვენეციელი გასპერო ბალბი ესტუმრება, რომელიც დუბაის მოიხსენიებს თავისი მარგალიტების ინდუსტრიით. არსებობს მოსაზრება, რომ დუბაი ერთ–ერთი თევზმჭერი სოფელი იყო, რომელიც მე–18 საუკუნის ადრეულ წლებში დაარსდა და ჯერ კიდევ 1822 წლისთვის დაახლოებით 7–8 ათასი ბინადარისგან შემდგარი ქალაქი იყო, რომლის ძირითადი მოსახლენი ბანი იასის ტომელები იყვნენ და ემორჩილებოდნენ აბუ-დაბის ხალიფა ტანუნს.
დუბაის საამიროს მმართველი ამჟამად მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმია (2006 წლის 4 იანვრიდან), რომელიც ამავდროულად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტია. ბოლო პერიოდში დუბაის სამეფო ოჯახი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, მას შემდეგ, რაც დუბაის პრინცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შეიხ რაშიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტოუმის დაღუპვის მიზეზად ოფიციალურად გულის შეტევა დასახელდა. თუმცა, მსოფლიო მედია სხვა ვერსიებზეც წერს, მათ შორის იმაზე, რომ ახალგაზრდა უფლისწული ნარკოტიკების, ტერორისტებისა, თუ თავად სამეფო კარის ინტრიგების მსხვერპლი აღმოჩნდა.
მოდით, თვალი გადავავლოთ და შევეცადოთ იმის გაგებას, თუ რატომ ასოცირდება დუბაი ფუფუნებასთან. ყველა საემირო ისეთი მდიდარი ნამდვილად ვერაა, როგორც ხალხი ამ ფოტოებიდან. დუბაელთა სიმდიდრე, მართლაც რომ შთამბეჭდავია!