ინგრედიენტები: რძე -1 ს.კ. დამარილებული ორაგული – 100 გრ. სენდვიჩის პური- 2 ან 4 ნაჭერი პური, ყველი, მდნარი ყველი- 150 გრ. ლიმნის წვენი- 1,5 ს/კ. მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და მდნარ ყველს შევურიოთ, შემდეგ ლიმონის წვენი დავამატოთ, მარილი და პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ.
სენდვიჩის პურები ორ ნაწილად გავჭრათ, ყველის ნაჭრები დავადოთ, სალათის ფურცლები, თევზის ნაჭრები , მდნარი ყველიანი მასა წავუსვათ, ბოლოს სენდვიჩს პურის მეორე ნაწილიც დავადოთ.