ვერძი
რასაც დღეს გააკეთებთ, მომავალში აუცილებლად მოგიტანთ გამარჯვებას. განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, მაგრამ პატარ-პატარა სიურპრიზები მაინც მოსალოდნელია. სამსახურის საქმეებში გაგიმართლებთ. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.
კურო
დღეს თავს მოაწონებთ ყველას, ვისაც კი გაესაუბრებით. გამოიყენეთ თქვენი მიმზიდველობა სასურველის მისაღწევად. დილით შეხვდით საქმიან პარტნიორებს. მუშაობისას არ აჩქარდეთ. საღამოს შეიძინეთ ახალი სამოსი, შეიცვალეთ სტილი.
ტყუპი
დილით ოჯახის წევრებს გაესაუბრეთ და საოჯახო საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და მისთვის საკუთარი იდეების გასაცნობად. შეეხმიანეთ მეგობრებს და დაგეგმეთ უქმეები.
კირჩხიბი
დღეს ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. აგრეთვე, გარშემო მყოფების სიმპათიასაც დაიმსახურებთ. შეიძლება ახალი მფარველები გამოგიჩნდნენ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარონ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდით მათ.
ლომი
არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. დილით ადრე ადექით და მუშაობას შეუდექით. დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმიანობა. შეეხმიანეთ პარტნიორებს, კოლეგებს და განიხილეთ მიმდინარე საკითხები.
ქალწული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება. ოჯახის წევრებს შეუთანხმდით და განაახლეთ ბინაში ინტერიერი. გადააადგილეთ ავეჯი.
სასწორი
დილა სასიამოვნო განწყობით დაიწყეთ. მეგობრები ახალი ამბებით გაგახარებენ. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გარშემო
მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. საღამო მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
დღეს ან საინტერესო საქმიანობას შემოგთავაზებენ, ან დაწინაურებას. მოსალოდნელია ნათესავების ვიზიტი. საღამოს გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად წაიკითხეთ წიგნები.
მშვილდოსანი
სამსახურში მაქსიმალურად ყურადღებით იმუშავეთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა საღამო და უქმეები მეგობრებთან შეხვედრასა და მხიარულებას დაუთმოთ.
თხის რქა
დილით შესასრულებელი საქმეებისა და საყიდლების სია ჩამოწერეთ, რათა სიჩქარეში არაფერი გამოგრჩეთ. კარგი დღეა ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.
მერწყული
დღე ყურადღების ცენტრში მოგინდებათ ყოფნა. ერთიორად მოიმატებს თქვენი აქტიურობა და მიმზიდველობა. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.
თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მაქსიმალურად მომთხოვნი უნდა იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგების მიმართ. საღამო ოჯახში გაატარეთ, მეგობრებს უმასპინძლეთ და გახსოვდეთ, ერთი ჭიქა შავი ღვინო არ გავნებთ.
წყარო: http://www.ambebi.ge